„დიდი შვიდეული“ – ახლო აღმოსავლეთში რეგიონული კონფლიქტი არავის ინტერესშია და დიპლომატიური გადაწყვეტა ჯერ კიდევ შესაძლებელია

“დიდი შვიდეულის“ ლიდერებმა მკაცრად დაგმეს ირანის სარაკეტო თავდასხმა ისრაელზე და გამოთქვეს იმედი, რომ ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის დიპლომატიური გადაწყვეტილებების მეშვეობით დეესკალაცია მოხდება, – ამის შესახებ აღნიშნულია „დიდი შვიდეულის“ განცხადებაში, რომელიც საგანგებო სატელეფონო კონფერენციის შემდეგ გავრცელდა.
„ლიდერებმა მტკიცედ დაგმეს ირანის თავდასხმა ს წინააღმდეგ. შეთანხმდნენ, რომ ერთად იმუშაონ რეგიონულ დონეზე დაძაბულობის შემცირების მიზნით. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ რეგიონის მასშტაბით კონფლიქტი არავის ინტერესებში არ შედის და დიპლომატიური გადაწყვეტა ჯერ კიდევ შესაძლებელია“, – აღნიშნულია განცხადებაში.
-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა “დიდი შვიდეულის“ ლიდერებთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვაშინგტონი, თავის მოკავშირეებთან ერთად, უპირობოდ უჭერს მხარს ისრაელს თავდაცვისთვის ბრძოლაში, მაგრამ ეწინააღმდეგება ისრაელის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმებს. ამასთან, მისი თქმით, შვიდივე ქვეყანა თანხმდება, რომ ისრაელს აქვს პასუხის გაცემის უფლება, მაგრამ „პროპორციულად უნდა უპასუხონ“.

ასევე დაგაინტერესებთ

თამარ კორძაია – ცესკოს წარვუდგენთ დადგენილების პროექტს, რომლის თანახმად, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის შესაძლებელი გახდება არჩევნებში მხოლოდ პასპორტით მონაწილეობა – მთავარია, ცესკომ ნება გამოავლინოს