Boeing – ი, მინიმუმ 10 მილიარდი დოლარის ახალი აქციების გამოშვებაზე ფიქრობს

Boeing Co. განიხილავს მინიმუმ 10 მილიარდი დოლარის მიზიდვას ახალი აქციების განთავსებით, იუწყება Bloomberg ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.
კომპანიას ესაჭიროება სახსრები რეზერვების შესავსებად, რომლებიც ამოეწურა მათ შორის თანამშრომლების გაფიცვის გამო.
სააგენტოს წყაროების მიხედვით, კომპანია კონსულტანტებთან ერთად სხვადასხვა ვარიანტებს სწავლობს.
კაპიტალის მოზიდვა ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოხდეს მომდევნო თვეში, თუ Boeing შეძლებს გაფიცვის დასრულებას, რადგან კომპანიას სურს ჰქონდეს მკაფიო სურათი 33,000 თანამშრომლის პროტესტის შედეგად მიყენებული ფინანსური ზარალის შესახებ, აღნიშნავენ Bloomberg-ის თანამოსაუბრეები.
interfax

ასევე დაგაინტერესებთ