ჯიპების მძღოლებს, რომლებიც პარიზს სტუმრობენ, ასეთი მანქანის პარკირებისთვის სამმაგი ტარიფის გადახდა მოუწევთ. როგორც „ევროპეისკაია პრავდა“ წერს, ამის შესახებ Le Parisien იუწყება.
საფრანგეთის დედაქალაქში 1 ოქტომბერს ძალაში შევიდა მოძრაობის მართვის არაერთი მუდმივი ან დროებითი განახლება. ერთ-ერთი მათგანია სამმაგი ტარიფი ქალაქის სტუმრების დიდი ჯიპების პარკირებისთვის.