CNN – რამდენიმე ირანული რაკეტა ისრაელის სამხედრო ბაზებს დაეცა, მაგრამ მნიშვნელოვანი ზიანი არ მოჰყოლია

რამდენიმე ირანული რაკეტა ს სამხედრო ბაზებს მოხვდა, მაგრამ ისინი ფუნქციონირებას აგრძელებენ. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ისრაელის სამხედრო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროს ინფორმაციით, ირანის მხრიდან ბალისტიკური რაკეტებით დაბომბვის შედეგად რამდენიმე რაკეტა ისრაელის სამხედრო ბაზებს მოხვდა, მაგრამ მნიშვნელოვანი ზიანი ამას არ მოჰყოლია.
“ისრაელის საჰაერო ძალების ფუნქციონალურობისადმი ზიანი არ არსებობს”, – განაცხადა წყარომ.
მისი თქმით, “[რაკეტებით] რამდენიმე დარტყმა“ იყო, მაგრამ ისინი “არსებითი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურას” არ შეხებია.