განათლების მინისტრად ალექსანდრე წულაძე დაინიშნა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობა ალექსანდრე წულაძემ დაიკავა.
განათლების ახალი მინისტრი მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი მ წარადგინა. წულაძე ამ დრომდე ამავე უწყებაში, მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
ცნობისთვის, საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის ყოფილი მინისტრი გიორგი ამილახვარი თანამდებობიდან 28 სექტემბერს გადადგა. მისი თქმით, ის კერძო სექტორში ბრუნდება.
საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრად გიორგი ამილახვარი 2023 წლის 20 მარტს დაინიშნა, რომელმაც აღნიშნულ თანამდებობაზე მიხეილ ჩხენკელი შეცვალა.