დადგა არა ტრადიციული და ოჯახური ფასეულობების, არა არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვის მხარეს, არამედ ფსევდოლიბერალური პროპაგანდის მხარეს, რაც მეტყველებს მის პოლიტიკურ არჩევანზე და იმაზე, რა ძალების მიერ არის მართული

სალომე ზურაბიშვილი დადგა არა ტრადიციული და ოჯახური ფასეულობების, არა არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვის მხარეს, არამედ ფსევდოლიბერალური პროპაგანდის მხარეს, რაც მეტყველებს მის პოლიტიკურ არჩევანზე და იმაზე, რა ძალების მიერ არის მართული
დადგა ფსევდოლიბერალური პროპაგანდის მხარეს, რაც არავის უკვირს; ის მთლიანად არის მიერთებული იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც პირდაპირ უკავშირდება ფსევდოლიბერალური პროპაგანდა – ეს არის რადიკალური ოპოზიცია, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, აქედან გამომდინარე, ის ფაქტი, რომ მან ხელი არ მოაწერა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონს“ კიდევ ერთხლ მეტყველებს სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ არჩევანზე.
„ის ფაქტი, რომ სალომე ზურაბიშვილი დადგა არა ტრადიციული და ოჯახური ფასეულობების დაცვის მხარეს, არა არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვის მხარეს, არამედ დადგა სწორედ ფსევდოლიბერალური პროპაგანდის მხარეს, კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, თუ რა პოლიტიკური არჩევანი გააკეთა ამ ადამიანმა და რა ძალების მიერ არის მართული სალომე ზურაბიშვილი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა