“მოვუწოდებ ენმ–ს, ახლა ეს გვჭირდება… ხელფასის გარეშე გადადონ ეს კვირები” – სააკაშვილის ინიციატივა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი არჩევნების მოხალისეების ინსტიტუტის შექმნის ინიციატივით გამოდის – მიხეილ სააკაშვილმა მისი სურვილი სასამართლო პროცესზე დისტანციური ჩართვისას გააჟღერა.
მისი თქმით, საჭიროა ბევრი ადამიანი საარჩევნო ხმების მობილიზაციისა და დაცვისთვის.
“მე მაქვს შემდეგი მოწოდება, შევქმნათ არჩევნების მოხალისეების ინსტიტუტი. მინდა, მოვუწოდო ამ შემთხვევაში ენმ-ს, ჩვენ ახლა გვჭირდება მოხალისეები, ძალიან ბევრი საარჩევნო მოხალისე, ხალხს სჭირდება დიდი ენერგია. მე მინდა, ადამიანებს ვთხოვოთ, რომ ხელფასის გარეშე გადადონ ეს ბოლო რამდენიმე კვირა, მოიარონ კარდაკარ თავიანთი მეზობლები, მოხდეს საარჩევნო ხმების მობილიზაცია და ასევე, ვიყოთ მზად არჩევნების ხმების დაცვისთვის. თუ ბევრი ხალხი მოვა, ამ არჩევნებს ვერავინ ვერ გააყალბებს”

ასევე დაგაინტერესებთ

დათო ჟღენტის მამა დღეს დაკრძალეს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ გუშინწინ დილით პენიტენციურ დაწესებულებას უკვე ჰქონდა პროკურორის თანხმობაც ციხიდან გაყვანაზე და ადვოკატის შესაბამისი მიმართვაც, პატიმარი მშობლის დაკრძალვაზე არ მიუყვანიათ