პრემიერი – ვერავითარი ფორმალური სანქციებით ბიძინა ივანიშვილს ვერ დააშანტაჟებ! – ის დღესაც არის დე ფაქტო სანქციების ქვეშ, თუმცა ეს ვერ აიძულებს მას ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯი გადადგას

ვერავითარი ფორმალური სანქციებით ბიძინა ივანიშვილს ვერ დააშანტაჟებ! – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა -ის სანქციებთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც მ ჟურნალისტებთან აღნიშნა, რამდენიც არ უნდა ისაუბრონ ვიღაცებმა სანქციებთან დაკავშირებით, „ქართული ოცნებისთვის“ ეს არის არასერიოზული და უინტერესო საკითხი.
„რაც შეეხება სანქციებს, ჩვენთვის საერთოდ არ არის ეს საინტერესო თემა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თუ ვინმესთვის შეიძლება პრაქტიკული კუთხით იყოს აქტუალური სანქციები ფინანსური კუთხით, ეს არის . ის დღესაც არის დე ფაქტო სანქციების ქვეშ. თუმცა, ვერც ეს დე ფაქტო სანქციები ვერ აიძულებს მას 2 წელიწადნახევარია გადადგას ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯი. შესაბამისად, ვერავითარი ფორმალური სანქციებით ბიძინა ივანიშვილს ვერ დააშანტაჟებ! სხვა მიმართულებითაც ასეთი შანტაჟი საერთოდ აქტუალური არ არის. აქედან გამომდინარე, რამდენიც არ უნდა ისაუბრონ ვიღაცებმა სანქციებთან დაკავშირებით, ჩვენთვის ეს არის არასერიოზული და საინტერესო არ არის“,-განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, აშშ-ის მხრიდან სანქციების დაწესების საკითხი უბრალოდ პრინციპის და ღირსების საკითხია.
„ფინანსური კუთხით არ არის, მაგრამ ღირსების საქმეა, როდესაც ფინანსური საკითხებით გაშანტაჟებენ და ამ კუთხით შეიძლება იყოს მხოლოდ საინტერესო“, -განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, პრემიერ-მინისტრის თქმით, აშშ-ის საელჩოს განცხადებას ბიძინა ივანიშვილს მხრიდან შესაბამისი პასუხი გაეცა.
„ბიძინა ივანიშვილის პასუხში დეტალური პასუხია გაცემულ ყველაფერთან დაკავშირებით“, – აღნიშნა კობახიძემ.
ინფორმაციისთვის, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის „კრედიტ სუისთან“ დაკავშირებულ საკითხს ეხმაურება.
როგორც საელჩო სოციალურ ქსელში წერს, ბიძინა ივანიშვილმა იცის, რომ „კრედიტ სუისთან“ დაკავშირებული ფული ბერმუდისა და სინგაპურის სასამართლოების ხელშია, თუმცა ქართველი მოსახლეობის წინაშე რეალობას სხვაგვარად წარმოაჩენს. „ბიძინა ივანიშვილმა იცის, რომ “კრედიტ სუისთან” დაკავშირებული ფული ბერმუდისა და სინგაპურის სასამართლოების ხელშია და არა – ამერიკის. რატომ უყვება ის ქართველებს სხვა ამბავს?“- წერს საელჩო.
მოგვიანებით, განცხადება „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმაც გაავრცელა, რომლის თანახმადაც, საელჩო ვერ დაასახელებს ვერც მისი და ვერც „ქართული ოცნების“ რომელიმე სხვა ლიდერის განცხადებას, სადაც ისინი ფინანსურ შანტაჟში აშშ-ს ან ევროკავშირს ადანაშაულებენ.
როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, სწორედ „ქართული ოცნებაა“ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ ქართული საზოგადოების თვალში აშშ-ს და ევროკავშირს რეპუტაციული ზიანი თავიდან აარიდოს და მოვლენებს თავისი სახელი დაარქვას.