“არ მინდა დათოს კრიტიკა… ძვირფასო დათო, მე ძალაუფლება კი არ მიყვარდა, არამედ…” – სააკაშვილის წერილი უსუფაშვილს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, , წერილს აქვეყნებს და დავით უსუფაშვილს მიმართავს:
12 წლის წინ მე მშვიდობიანად, ორგანიზებულად და ყოველგვარი ყოყმანის გარეშე გადავაბარე ძალაუფლება. გუშინ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ მე ეს თურმე გავაკეთე უცხოეთიდან ზარის შედეგად და ჩემი გუნდის ზეწოლის შედეგად.
მე არ მინდა დათოს რაიმე სახის კრიტიკა, უბრალოდ შესწორება – 2012 წლის 1 ოქტომბერს მას შემდეგ, რაც ტელევიზიით ვნახე ეგზიტპოლების შედეგები სულ რამდენიმე წუთი დამჭირდა, რომ გამოვსულიყავი და მეღიარებინა მარცხი. ამ რამდენიმე წუთში არ მქონია საუბარი და შეხვედრა არავისთან და ვმოქმედებდი მხოლოდ ჩემი შიდა რწმენით და სიტუაციის სრული გააზრებით. ასევე დათომ თქვა რომ მე უზომოდ მიყვარდა ძალაუფლება, ძვირფასო დათო, მე ძალაუფლება კი არ მიყვარდა, არამედ მიყვარდა სახელისუფლებო ინსტიტუტების გამოყენება ხალხის დასახმარებლად, საქართველოს ფეხზე წამოსაყენებლად, დიდი პროექტების განსახორციელებლად.

ასევე დაგაინტერესებთ