ლევან მაჭავარიანი – დეზინფორმაციაა -ს საელჩოს ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს დე ფაქტო დასანქცირებაში აშშ-ს ადებს ხელს – ასეთი განცხადება არც ივანიშვილს და ჩვენი გუნდის არც ერთ წევრს არასდროს გაუკეთებია

დეზინფორმაციაა -ს საელჩოს ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს დე ფაქტო დასანქცირებაში აშშ-ს ადებს ხელს – ასეთი განცხადება არც ივანიშვილს და ჩვენი გუნდის არც ერთ წევრს არასდროს გაუკეთებია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს “ქართული ოცნების” დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა განუცხადა.
როგორც მაჭავარიანმა განმარტა, როცა მმართველი გუნდი გარე ძალებზე საუბრობს, არ საუბრობს არც აშშ-ზე, არც ევროკავშირზე და არც ევროკავშირში შემავალ რომელიღაც ქვეყანაზე.
„ჩვენ ყოველთვის გარკვეულ ძალებზე ვსაუბრობთ, რომელსაც სამწუხაროდ, ძალიან დიდი გავლენა აქვს როგორც აშშ-ს, ასევე ევროკავშირის ბიუროკრატიაზე და ბევრ პოლიტიკოსზე.
ჩვენს შემთხვევაში ამას “გლობალური ომის პარტია” დავარქვით. ამერიკაში ათწლეულებია ამ ძალებს “დიფ სთეითს” ეძახიან. ამ გარე ძალებზე საუბრობს ბევრი ექსპერტი, საუბრობს აშშ-ს ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი რობერტ კენედი უმცროსი.
რა თქმა უნდა, ეს ძალები არსებობენ და სამწუხაროდ, მას ძალიან დიდი გავლენა აქვს აშშ-სა და ევროკავშირის ბიუროკრატიაზე, ასევე რიგ პოლიტიკოსებზე როგორც აშშ-ში, ასევე ევროკავშირში
არიან გარკვეული ძალები, რომელსაც ჩვენ პირობითად “გლობალური ომის პარტიას” ვუწოდებთ – ასეთი ძალების არსებობას ადასტურებს ბევრი სერიოზული ექსპერტი და პოლიტიკოსი”, – განაცხადა მაჭავარიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

“ვიტყვი, რომ ორივე მხარე, ,,ოცნებაც” და “ნაცებიც” მამაჩემის სახელს წევენ ჩემს გასაშავებლად. მე ვარ ვარდენ, იგივე ვადო მაჭავარიანი, დაბადებული და გაზრდილი თბილისში, წარმოშობით კი სოფელ ჭორვილადან”

წილოსანი: ჩემ­თვის, ალ­ბათ, არ იქ­ნე­ბა მი­სა­ღე­ბი დე­ბა­ტებ­ში შეს­ვლა ასაკ­რძა­ლი პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან, ხელი მო­ვა­წე­რე ამ პარ­ტი­ე­ბის აკ­რძალ­ვას, მათ არ მი­ვიჩ­ნევ ლე­გი­ტი­მუ­რად