სამხედრო დახმარების შესახებ კენჭისყრის წინ, ზელენსკი ამერიკელ სენატორებს მიმართავს

უკრაინის პრეზიდენტი დახურულ ბრიფინგზე ამერიკელ სენატორებს უსაფრთხო ვიდეოკონფერენციის საშუალებით მიმართავს. ინფორმაციას The Hill ავრცელებს, სენატის უმრავლესობის ლიდერზე, დემოკრატი ჩაკ შუმერზე დაყრდნობით.
ბრიფინგში მონაწილეობას მიიღებენ სახელმწიფო მდივანი , თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი და ეროვნული დაზვერვის დირექტორი ავრილ ჰეინსი. ისინი სენატორებს ში არსებულ ვითარებას გააცნობენ.
გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტი სენატორებს გააცნობს უკრაინაში ომის მიმდინარეობას და ქვეყნისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის მიწოდების საჭიროებას.
მიმართვა დაგეგმილია სენატში დაგეგმილ კენჭისყრამდე ერთი დღით ადრე. სენატმა საგარეო დახმარების უზრუნველყოფისთვის 106 მილიარდი დოლარის გამოყოფა უნდა განიხილოს, საიდანაც უკრაინისთვის 61 მილიარდ დოლარზე მეტია გათვალისწინებული.
“მოვუწოდებ ყველა სენატორს დაფიქრდეს, სად ვიმყოფებით ისტორიის ამ მომენტში. ამერიკის ეროვნული უსაფრთხოება საფრთხეშია მთელ მსოფლიოში – ევროპაში, ახლო აღმოსავლეთში და ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში შემდგომ ქმედებას შეუძლია განსაზღვროს დემოკრატიის ტრაექტორია მრავალი წლის განმავლობაში. ჩვენ ვცხოვრობთ ისტორიულ დროს” აცხადებს ჩაკ შუმერი.