X-ის ამჟამინდელი ღირებულება მასკის მიერ გადახდილი თანხის მეხუთედია

ილონ მასკის საკუთრებაში არსებული სოციალური მედიაკომპანია X-ის ამჟამინდელი ღირებულება, მილიარდერის მიერ მისი შეძენისას გადახდილი თანხის დაახლოებით მეხუთედია. ამის შესახებ ინფორმაციას Fidelity ავრცელებს.
მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა პლატფორმა X (ყოფილი Twitter-ი) 2022 წელს, $44 მილიარდად შეიძინა. უახლესი ანგარიშით, კომპანიაში Fidelity-ის წილი ამჟამად $4.19 მილიონის ღირებულებისაა, სოციალური მედიის ფირმა კი $9.4 მილიარდად არის შეფასებული. Washington Post-ის ინფორმაციით, მასკის მიერ კომპანიის შეძენის შემდეგ ინვესტორებმა ჯამში $24 მილიარდი დაკარგეს.
2022 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, Fidelity კომპანიაში $19.6 მილიონის ღირებულების აქციებს ფლობდა, რაც, აგვისტოს მონაცემებით, 79%-ითაა შემცირებული. საინვესტიციო ფირმამ მიმდინარე წელს პლატფორმა X-ში თავისი აქციების ღირებულება რამდენჯერმე შეამცირა. მათ შორის 10.2%-ით იანვარში და 5.7%-ით თებერვლის თვეში.
რაც შეეხება ილონ მასკს, Forbes-ის მონაცემებით, ის კვლავ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანია. მასკის ქონების უდიდესი ნაწილი ელექტრომობილების მწარმოებელი Tesla-სა და კოსმოსური კომპანია SpeceX-ის აქციებზე მოდის. ამერიკული Forbes-ი მასკის ქონებას $270 მილიარდად აფასებს.
forbes.ge

ასევე დაგაინტერესებთ