ტიმ უოლცი – ისრაელის უნარი, დაიცვას საკუთარი თავი, აბსოლუტურად ფუნდამენტურია

ისრაელის უნარი, დაიცვას საკუთარი თავი, აბსოლუტურად ფუნდამენტურია, – ამის შესახებ -ის „დემოკრატიული პარტიის“ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატმა, ტიმ უოლცმა „რესპუბლიკური პარტიის“ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატთან, ჯეი დი ვენსთან სატელევიზიო დებატების დროს განაცხადა.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატებმა შეკითხვას იმის შესახებ უპასუხეს, მხარს უჭერენ თუ არა ს მიერ ირანის წინააღმდეგ პრევენციული დარტყმის განხორციელებას.
„ისრაელის უნარი, დაიცვას საკუთარი თავი, აბსოლუტურად ფუნდამენტურია. მძევლების დაბრუნება, ასევე, ღაზაში ჰუმანიტარული კრიზისის დასრულება აუცილებელია“, – განაცხადა ტიმ უოლცმა.
უოლცმა აღნიშნა, რომ ს არასაიმედო ხელმძღვანელობის გამო ახლა ირანი ბირთვულ იარაღთან ძალიან ახლოს არის.
„ეს ისრაელის გადასაწყვეტია. ის, თუ რას გააკეთებენ თავიანთი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და ჩვენ ჩვენს მოკავშირეებს მხარი უნდა დავუჭიროთ, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი, როცა ისინი ბოროტმოქმედებს ებრძვიან“, – განაცხადა ჯეი დი ვენსმა.