ბენიამინ ნეთანიაჰუ – ირანმა დიდი შეცდომა დაუშვა და ამისთვის გადაიხდის

ირანმა დიდი შეცდომა დაუშვა და ამისთვის გადაიხდის, ისრაელზე დარტყმა ჩაიშალა და ჩაიშალა ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემის წყალობით, რომელიც ყველაზე მოწინავეა მსოფლიოში, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
„ირანის რეჟიმს არ ესმის ჩვენი სიმტკიცე, დავიცვათ ჩვენი თავი და ჩვენი სიმტკიცე, რომ სამაგიერო მივუზღოთ ჩვენს მტრებს. გაიგებენ ამას“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
ამასთან, მან მადლობა გადაუხადა აშშ-ს მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა, რომ „მსოფლიოს ნათელი ძალები“ თეირანის წინააღმდეგ უნდა გაერთიანდნენ და ისრაელის გვერდით დადგნენ.
”არჩევანი არასოდეს ყოფილა ასეთი მკაფიო ტირანიასა და თავისუფლებას შორის, კურთხევასა და წყევლას შორის”, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

ასევე დაგაინტერესებთ

„თავისუფლების მოედანი“ – არ ვეთანხმებით „ძლიერი საქართველოს“ გადაწყვეტილებას, ეს მათი არჩევანი კი არის, მაგრამ ყველა დანარჩენის პოლიტიკური რისკია – ამის მიუხედავად, არ ვაპირებთ მომავალი თვეები შიდაოპოზიციური ბრძოლის ველად ქცევას დავუთმოთ