შიდა ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს

შიდა ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ხაშურის რაიონის სოფელ ხცისში, სამართალდამრღვევის საკარმიდამო ნაკვეთში დამონტაჟებული რეგისტრირებული სახერხი-საამქროს ტერიტორიაზე აღმოჩენილია უკანონოდ მოპოვებული 20 კუბური მეტრი წიწვოვანი სახეობის სამასალე მერქანი და 31 კუბური მეტრი პირველადი გადამუშავების პროდუქტი – ფიცარი.
„კანონდამრღვევის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აქტი. რეგისტრირებული სახერხი საამქრო დაილუქა. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაგზავნილია შესაბამის უწყებაში,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – 26 ოქტომბრიდან ჩვენს დასავლელ პარტნიორებს აღარ ექნებათ ის უხერხულობა, რაც დღეს აქვთ – მომავალ პროდასავლურ ხელისუფლებასთან კიდევ უფრო აქტიურ ნაბიჯებს გადადგამენ ეკონომიკური, სოციალური თუ უსაფრთხოების კუთხით

მიხეილ სააკაშვილი – მაქვს მოწოდება, შევქმნათ არჩევნების მოხალისეების ინსტიტუტი – თუ ივანიშვილი დარჩა, რუსეთი ისე გადაგვსანსლავს, ისე გაგვანადგურებს და ძვლებში გადაგვტეხავს, როგორც არასდროს გაუკეთებია ისტორიაში