ნეთანიაჰუ: ირანმა დიდი შეცდომა დაუშვა და გადაიხდის

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მ „დიდი შეცდომა“ უწოდა ისრაელზე ირანის სარაკეტო იერიშს და პასუხით დაემუქრა.
ირანმა ისრაელზე სარაკეტო შეტევა 1 ოქტომბერს, საღამოს მიიტანა, რასაც წინ უძღოდა ს განცხადება, რომ ლიბანის სამხრეთში სახმელეთო რეიდი დაიწყო ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰეზბოლას წინააღმდეგ.
ირანმა ისრაელს 200-მდე რაკეტა ესროლა. CNN-ის ცნობით, დაზიანებულია ისრაელის არმიის ერთ-ერთი ავიაბაზა.
1 ოქტომბერს ღამით, პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ განცხადა, რომ ირანის შეტევა ჩაშალა ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემამ, რომელიც მსოფლიოში ყველაზე სრულყოფილია. მან თავდაცვის ძალებს „შთამბეჭდავი მიღწევა“ მიულოცა და დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებულ შტატებს.
ნეთანიაჰუს თქმით, ირანმა დაუშვა „დიდი შეცდომა“ და ამისთვის „გადაიხდის“. პრემიერ-მინისტრის თანახმად, ირანი ვერ ხვდება, რომ ისრაელს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი თავის დაცვა და მტრების წინააღმდეგ საპასუხო ზომების მიღება. „ჩვენ დავიცავთ ჩვენ მიერ დადგენილ წესს – ვინც არ უნდა დაგვესხას თავს, მას ჩვენ დავესხმებით“, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.
ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენლის, დანიელ ჰაგარის ინფორმაციით, ირანული რაკეტების წინააღმდეგ ეფექტიანად იმუშავეს როგორც ისრაელის, ისე ამერიკულმა საჰაერო თავდაცვამ.
შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, პეტ რაიდერის ცნობით, ისრაელზე ირანის შეტევის მოგერიებაში მონაწილეობდა ხმელთაშუა ზღვაში მყოფი ორი ამერიკული სამხედრო გემი. პენტაგონის შეფასებით, 1 ოქტომბრის შეტევა ორჯერ უფრო მასშტაბური იყო, ვიდრე ისრაელზე ირანის მიერ აპრილში განხორციელებული პირველი იერიში.
-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ისრაელს სრული მხარდაჭერა დაუდასტურა და განაცხადა, რომ მისი პირდაპირი მითითებით ამერიკელი სამხედროები აქტიურად დაეხმარნენ ისრაელის თავდაცვის სისტემას. შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი ირანის აგრესიისგან ისრაელის დაცვა. ამასთან, ოსტინმა ხაზი გაუსვა ვაშინგტონი კვლავ ერთგულია დიპლომატიური გზების ძიების, რათა არ დაუშვან კონფლიქტის შემდგომი გაფართოება.
ირანის ხელისუფლება ირწმუნება, რომ ისრაელზე სარაკეტო შეტევის სამიზნე იყო მხოლოდ სამხედრო ობიექტები და ამ ოპერაციით თეირანმა აჩვენა, რომ დაიცავს თავის ხალხს და ინტერესებს. ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის თანახმად, ისრაელზე დარტყმა იყო პასუხი თეირანში ჰამასის ლიდერის ისმაილ ჰანიეს და ბეირუთში ჰეზბოლას ლიდერის, ჰასან ნასრალას მკვლელობებზე.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – 26 ოქტომბერი არის რეფერენდუმის დღე, როდესაც გადავწყვეტთ 27 ოქტომბერს დადგეს ახალი 26 მაისი, თუ 25 თებერვალი – ეს არის არჩევანი, ან ირჩევ ილიას, ექვთიმეს, ქაქუცას გზას, ან ბიძინას და პუტინის გზას