“ისრაელი ემზადება საპასუხო დარტყმისთვის, ირანის შეტევით მას გაეხსნა ხელები მოქმედებისთვის” – ბატიაშვილი

✅ დასრულდა ირანის საჰაერო შეტევა ისრაელზე. პირველადი მონაცემებით, ამ შეტევით ისრაელს დიდი ზარალი არ მისდგომია; ✅ ახლა უკვე ისრაელი ემზადება საპასუხო დარტყმისთვის. ირანის შეტევით მას გაეხსნა ხელები მოქმედებისთვის; ✅ რუკაზეც ჩანს, რომ ირანმა, ემზადება რა ისრაელის საჰაერო შეტევისთვის, თავისი საჰაერო სივრცე დაკეტა სამოქალაქო თვითმფრინავებისთვის; ✅ მოსალოდნელია, რომ ისრაელის მიერ მიზანში ამოღებული იქნება ირანის სამხედრო ბაზები, სამხედრო ქარხნები, ბირთვული პროგრამა და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები; ✅ ისრაელის პასუხი კი სავარაუდოდ უკვე მალე იქნება; ✅ უმნიშვნელოვანესი ისტორიული მომენტი დადგა ახლო აღმოსავლეთის რეგიონში.

ასევე დაგაინტერესებთ

„თავისუფლების მოედანი“ – არ ვეთანხმებით „ძლიერი საქართველოს“ გადაწყვეტილებას, ეს მათი არჩევანი კი არის, მაგრამ ყველა დანარჩენის პოლიტიკური რისკია – ამის მიუხედავად, არ ვაპირებთ მომავალი თვეები შიდაოპოზიციური ბრძოლის ველად ქცევას დავუთმოთ