ნათელაშვილის წერილი აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს

ამერიკის შეერთებული შტატების ექს–პრეზიდენტს,მის აღმატებულება ჯიმი კარტერს ძვირფასო პრეზიდენტო, გილოცავთ დაბადებიდან ასი წლის იუბილეს. თქვენ კანონირად დაიმკვიდრეთ მსოფლიო პოლიტიკაში პატრიარქის სტატუსი, ხოლო თქვენი გეოპოლიტიკური მოღვაწეობა იმ ურთულეს დროს, ამერიკის პრეზიდენტის რანგში სამუდამოდ და მყარად შევიდა საერთაშორისო ურთიერთობათა ოქროს მატიანეში. გისურვებთ ჯანმრთელობას და ხანგრძლივი სიცოცხლის ახალ რეკორდებს. უდიდესი პატივისცემით – შალვა ნათელაშვილი საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი

ასევე დაგაინტერესებთ