კოალიციამ “ცვლილებისთვის” ყრილობა გამართა

პირველი ყრილობა გამართა „კოალიციამ ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“. ღონისძიება პირველ ოქტომბერს, რუსთავში გაიმართა, სადაც მათ მხარდაჭერებს საარჩევნო სიის ოცეული კიდევ ერთხელ წარუდგინეს.
ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა კოალიციის სიის პირველი ნომერი ნანა მალაშხია, 2023 წლის მარტის პროდასავლური დემონსტრაციების სიმბოლოდ ქცეული „ქალი ევროკავშირის დროშით“. მალაშხია თბილისის მერიაში, ერთ-ერთ საქალაქო სამსახურში, წამყვანი სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობს.
“მრავალი წელია მე ვარ საჯარო მოხელე. ჩემი და ათასობით საჯარო მოხელის სამუშაო მეტწილად უხილვია. ჩვენ არ ვქმნით საინფორმაციოების ახალი ამბების სათაურებს, ვშრომობთ ჩუმათ, ვემსახურებით ქვეყანას, რომელიც ძალიან გვიყვარს. ალბათ, ამიტომაც, სწორედ აქ დგომა და კოალიციის ლიდერობა მარტივი გადაწყვეტილება არ იყო ჩემთვის, თუმცა გამოვუხმე ჩემს ძალებს და მტკიცედ მჯერა, რომ ეს სწორი გადაწყვეტილებაა დროის ამ კონკრეტულ მომენტში”, – თქვა მან.
ღონისძიებაზე შეკრებილ მხარდამჭერებს მიმართეს, ასევე კოალიციის ლიდერებმა, მათ შორის, პარტია “ახალის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მ, რომელმაც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს მიმართა და დაპირებები გააცნო:
“მე მინდა მივმართო სტუდენტს, ჩემო ძვირფასო, შენ როგორ ისწავლი და ისწავლი თუ არა, ეს შენი, ჩემიც, ყველა ჩვენთაგანის მომავლისთვის უმნიშვნელოვანესია, ამიტომ ჩვენი კოალიცია ყველაფერს გააკეთებს, იმის გამო, რომ ფული არ გაქვს, არ დარჩე უსწავლელი, იმის გამო, რომ ვიღაცას არ მოსწონხარ, არ დარჩე უსწავლელი, იმის გამო, რომ ამ ქვეყანაში შენთვის პირობები არ არის, არ დარჩე უსწავლელი…
მინდა მივმართო დან და სამაჩაბლოდან დევნილებს. არცერთი წამით არ იფიქროთ, რომ ეს ქვეყანა, ყველა ქართული ქალაქი თქვენი არაა. არცერთი წამით არ იფიქროთ, რომ ვერ დაბრუნდებით, რომ ვინმეს დაავიწყდებით. ჩვენი დაბრუნება არაა ომში, ამ ქვეყანაში ომი არ იქნება არასდროს, ჩვენი დაბრუნება გადის ევროკავშირზე.
მინდა მივმართო მასწავლებელს. ჩემო ძვირფასო, მომთმენო და გონიერო, არცერთი წამით არ იფიქრო, რომ ამ ქვეყანას დაავიწყდები და ყველა ხელისუფლება ისე გამოგიყენებს, როგორც ეს სამარცხვინო ხელისუფლება. ღირსეული ცხოვრება, განვითარება და თვითგანათლების პირობები, შენი მოსწავლეების კეთილდღეობა – ეს არის რასაც გპირდება ჩვენი კოალიცია. მომავალი შენია. […]”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ სიტყვით გამოსვლისას.
კოალიციია საარჩევნო სიაში არ არის გაერთიანების ლიდერი ნიკა გვარამია, რომელმაც 25 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ კოალიციის ლიდერად დარჩება და ასევე უხელმძღვანელებს საარჩევნო კამპანიას. პოლიტიკოსმა ასევე განაცხადა, რომ არც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი არ იქნება და არც მომავალ მინისტრთა კაბინეტში არ ხედავს საკუთარ თავს.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ დამარცხების შემთხვევაში, მხარს დაუჭერს პრეზიდენტ ს მიერ ინიციირებული „ქართული ქარტიით“ გათვალისწინებული ე.წ. გარდამავალი მთავრობის ფორმირებას, რომელსაც არაპარტიული პირი უხელმძღვანელებს.
საქართველოში საპარლამენტო 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.