ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა

ირანმა ს მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებენ.
განცხადების თანახმად, საჰაერო თავდასხმის სირენები ისრაელის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილებში ისმის.
ზოგიერთი მედიასაშუალების თანახმად, ირანმა ისრაელის მიმართულებით 100-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. მათი ჩამოგდების ვიდეოები უკვე ვრცელდება სოციალურ ქსელებში.
-ის თეთრი სახლის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლებმა “განიხილეს აშშ-ის მზადებების სტატუსი, რათა დაეხმარონ ისრაელს ამ თავდასხმებისგან დაცვაში და რეგიონში ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები დაიცვან.”

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ბოტკოველი – გაქვს ინფორმაცია, რომ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს როგორ აიძულებენ ე.წ. კრიმინალებთან ტანდემში იმუშაონ, ადამიანები დააშინონ და აიძულონ არჩევნებზე 41 ნომერი შემოხაზონ