ირანმა რაკეტები გაუშვა ისრაელისკენ, სადაც საჰაერო განგაში გამოცხადდა

1 ოქტომბრის საღამოს საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენები ხმას ისმის მთელ ისრაელში, მას შემდეგ, ს თავდაცვის ძალების (“ცაჰალის”) განცხადებით ირანმა ბალისტიკური სარაკეტო შეტევა დაიწყო.

ისრაელის არმიამ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქვეყნის მაცხოვრებლები “ფხიზლად უნდა დარჩნენ და ზუსტად დაიცვან სარდლობის მითითებები.”
“ცაჰალი აკეთებს და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ დაიცვას ისრაელის სახელმწიფოს სამოქალაქო მოსახლეობა”, – ნათქვამია განცხადებაში.
მსოფლიოს წამყვანი მედია: Reuters-ი, BBC-ი, CNN-ი და AP-ი იუწყებიან თეირანის მხრიდან ისრაელზე სარაკეტო იერიშის შესახებ იმ ფონზე, როდესაც ვაშინგტონმა და ისრაელმა გააფრთხილეს თეირანი „სერიოზული შედეგის“ შესახებ.
ისრაელმა 1 ოქტომბერს, დილით, სახმელეთო ოპერაცია დაიწყო სამხრეთ ლიბანში, მიუხედავად შეერთებული შტატების წინააღმდეგობისა და საერთაშორისო შეშფოთებისა კონფლიქტის კიდევ უფრო გაფართოებაზე ახლო აღმოსავლეთის მასშტაბით მას მერე, რაც ისრაელმა 1 ოქტომბერს, დილით, სახმელეთო ოპერაცია დაიწყო სამხრეთ ლიბანში, მიუხედავად შეერთებული შტატების წინააღმდეგობისა და საერთაშორისო შეშფოთებისა კონფლიქტის კიდევ უფრო გაფართოებაზე ახლო აღმოსავლეთის მასშტაბით.
მანამდე 14 აპრილს ირანიდან გაშვებული უპილოტო საფრენი აპარატები და რაკეტები ისრაელის საჰაერო სივრცეში შევიდნენ.

მაშინ ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემამ საჰაერო აპარატები, კერძოდ, იერუსალიმის თავზე ჩამოაგდო.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ბოტკოველი – გაქვს ინფორმაცია, რომ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს როგორ აიძულებენ ე.წ. კრიმინალებთან ტანდემში იმუშაონ, ადამიანები დააშინონ და აიძულონ არჩევნებზე 41 ნომერი შემოხაზონ

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები სტაჟირებით მაგდებურგის ოტო ფონ გერიკეს სახელობის უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკაში, შინაგანი მედიცინის ცენტრში იმყოფებოდნენ