პრეზიდენტი: „26 ოქტომბერს ქართველი ხალხი არჩევანს გააკეთებს ევროპულ მომავალსა და რუსულ წარსულს შორის“

საქართველოს პრეზიდენტი, ამბობს, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო რეფერენდუმი იქნება საქართველოსთვის. სახელმწიფოს მეთაური მიიჩნევს, რომ ხალხი არჩევანს გააკეთებს ევროპულ მომავალსა და რუსულ წარსულს შორის.
პოლონეთში ვიზიტით მყოფმა ზურაბიშვილმა პოლონელ კოლეგასთან, ანჟეი დუდასთან ერთად გამართა პრესკონფერენცია და საქართველოს გარდა, ზეც ისაუბრა.
„ევროპამაც და ამერიკამაც კარგად იცის, მაგრამ ჩვენც, ქართველებმაც ვიცით, რომ უკრაინა იბრძვის არამხოლოდ საკუთარი დამოუკიდებლობის, სუვერენობის, თავისუფლებისა და მშვიდობისთვის, არამედ იბრძვის ყველასთვის – მთლიანად ევროპისთვის და მათ შორის, ჩვენთვის, ყველა იმ ქვეყნისთვის, ვინც ს მეზობლადაა და ვისაც უკვე გამოცდილი აქვს რუსეთის აგრესია“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის თქმითვე, ახლა საქართველოსთვის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანი მომენტია და ქვეყანას სჭირდება თავისი ევროპელი პარტნიორების მორალური მხარდაჭერა, მათ შორის დამკვირვებლების ჩამოსვლა.
„დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოსახლეობის არჩევანი ორიენტირებული იქნება თავისი ევროპული მომავლისკენ და ევროპულ გზაზე დაბრუნებისკენ, რაც დღეს გაყინული და შეჩერებულია“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტი ასევე ამბობს, რომ ახლა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია – „ხელისუფლებამ მიიღო გარკვეული ზომები და არ მიიღო სხვა ზომები, რომლებსაც ჩვენი ევროპელი პარტნიორები ელოდებოდნენ. აქ საუბარია რუსულ კანონზე და იმაზე, რომ არ შედგა იუსტიციის საბჭოს რეფორმა“.