გივი მიქანაძე სტრასბურგში ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ალან ბერსეს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, გივი მიქანაძემ ალან ბერსეს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივნად არჩევა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. სტრასბურგში გამართული შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. მხარეებმა აღნიშნეს საქართველოს მნიშვნელოვანი როლი ევროპის საბჭოში.
„გივი მიქანაძემ გენერალურ მდივანთან ქართული მხარის მზადყოფნა დააფიქსირა აქტიურად გაგრძელდეს თანამშრომლობა ევროპის საბჭოსთან, რაც გენერალური მდივნის მიერ დადებითად შეფასდა.
შეხვედრას ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ხელმძღვანელი თამარ ტალიაშვილი ესწრებოდა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს