“…და მაინც ვინ არის ბოროტმოქმედი?” – იან კელის პასუხი კალაძეს

აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი X-ზე “ოცნების” გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებას ეხმაურება, სადაც ის წერს, რომ 12 წლის წინ ბიძინა ივანიშვილმა “სიცრუეს და ბოროტებას უარი უთხრა”.
“თქვენ საუბრობთ თქვენს მეგობრებზე დასავლეთში. ვამაყობდი, რომ ასე გიწოდებდით. ერთ გარე აქტორს ეს არასოდეს უთქვამს, ის აგრძელებს თქვენი მოქალაქეების გატაცებასა და მკვლელობას, თქვენი ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული. და მაინც ვინ არის ბოროტმოქმედი?”, – წერს იან კელი.