პრეზიდენტმა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში შეხვედრები გამართა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში შეხვედრები გამართა, სადაც საქართველოში არსებული წინასაარჩევნო გარემო, ასევე ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი და ქართველების ევროპული მომავლისკენ მისწრაფება განიხილეს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ზურაბიშვილი ევროპასთან ინტეგრაციის საკითხებში უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს ოლექსანდრ ბალანუცას, თავდაცვის სამინისტროში სახელმწიფო მინისტრს (ლორდთა პალატის წარმომადგენელი მინისტრი) ლორდ ვერნონ კოაკერს, პრეზიდენტის სპეციალურ თანაშემწეს და -ს ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის საკითხების უფროს დირექტორს მაიკლ კარპენტერს, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში ვერა ჟუროვას შეხვდა.
შეხვედრებზე მხარეებმა საქართველოს მოსახლეობასა და ქვეყნის ევროპული გზის მიმართულებას მხარი დაუჭირეს.