რა დაიჯერა ივანიშვილმა და რას ცდილობდა ბაიდენის უარის შემდეგ აშშ–ში კობახიძე

“ტვ პირველის“ პირდაპირ ეთერში, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა თქვა: “ბაიდენის უარის შემდეგ ტრამპთან შეხვედრას ცდილობდა.”
ხიდაშელის ინფორმაციით, ამერიკის პრეზიდენტის მიერ კობახიძის მიწვევის გაუქმების შემდეგ, საქართველოს პრემიერი მინისტრი, ტრამპთან შეხვედრის ორგანიზებას ცდილობდა თუმცა, ტრამპის ყველაზე გულმხურვალე მხადამჭერებმაც კი ზურგი აქციეს.
“ივანიშვილმა დაიჯერა, რომ იზოლაცია არის გარდაუვალი, ს მოპარვის შემთხვევაში. ივანიშვილი შეეცდება, რომ ამ კვირების განმავლობაში ყველა ხიდი არ დაწვას (შტატებთან) და ყველა შესაძლო კომუნიკაციის არხი არ ჩაიჭრას“,- თქვა ხიდაშელმა დიანა ტრაპაიძის “დღის ამბებში“.