ქედის მოხრას მშვიდობა არ მოაქვს — სალომე ზურაბიშვილი ვარშავაში

„ქართული ოცნება“ ს ინტერესების გამტარად იქცა“, — თქვა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე.
სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ საქართველოს მოსახლეობის ევროპული ნების საწინააღმდეგოდ ბევრი ძალა მოქმედებს, თუმცა იმედი გამოთქვა, რომ ქართველი ხალხი დაძლევს გამოწვევებს 26 ოქტომბრის არჩევნებზე.
„ჩვენი მომავალი ევროპაშია. ჩვენს მომავალს ასევე იცავს — ის იბრძვის საკუთარი დამოუკიდებლობისთვის, ევროპის თავისუფლებისთვის და ჩვენი თავისუფლებისთვისაც“, — განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, უკრაინაში ომი, მოლდოვისა და საქართველოს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ევროპის მომავალს, მის როლს კავკასიაში, შავის ზღვის უსაფრთხოებას და სომხეთის მომავალს.
ს თქმით, თუ უკრაინა პირდაპირი სამხედრო აგრესიის ობიექტია, საქართველოში ადგილი აქვს ჰიბრიდულ ომს, პროპაგანდას, ზეწოლასა და შიშის დანერგვას.
„რუსული კანონი ამოქმედებულია და ცდილობს სამოქალაქო საზოგადოების აკრძალვას. ვფიქრობ, არჩევნებით ქართველი ხალხი გადალახავს ამ საფრთხეებს, რომელიც ძალიან რეალურია“, — თქვა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, ქართველ ხალხს რუსეთთან ურთიერთობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და იცის, რომ ქედის მოხრას მშვიდობა არ მოაქვს. მთავრობის ნარატივს, ზურაბიშვილის თქმით, პრივილეგიების, კორუფციის, ზეწოლისა და კომპრომატების გზით შემოკრებილი მცირე ჯგუფი იზიარებს.
„საქართველოში ჩვენ ვხედავთ რუსული „მოდუს ოპერანდის“ (მოქმედების ხერხი)
რეპლიკაციას. რუსული კანონი ამის გამოვლინება იყო. ისინი [ქართული ოცნება] ვეღარ აგროვებენ მხარდაჭერას და ცდილობენ სხვადასხვა გზით საზოგადოებაზე ზეწოლას“, – თქვა ზურაბიშვილმა.
წამყვანმა მას ჰკითხა, ფიქრობს თუ არა რომ გამოიყენებს სამხედრო ძალას, თუ საქართველოში პროცესები მისი სურვილის შესაბამისად არ წავა. სალომე ზურაბიშვილი არაფერს გამორიცხავს, თუმცა ასეთი სცენარი არარეალისტურად ეჩვენება.
„ეს არ არის ჰიპოთეზა, რომელსაც მე ვემხრობი და არა მგონია, რომ რუსეთმა ეს სცადოს. რუსეთის სტრატეგიაა „ქართული ოცნების“ გამოყენება, რომელიც მართლაც რუსეთის ინტერესების გამტარი გახდა. არ ვფიქრობ, რომ პირდაპირ სამხედრო ძალას მიმართავენ. უკრაინაც საკმარისია“, — თქვა ზურაბიშვილმა.
კითხვაზე, რა არის გეგმა, თუკი რუსეთის სამხედრო აგრესია მაინც განმეორდა, ზურაბიშვილმა თქვა, რომ ასეთი გეგმა არ არსებობს.
„საქართველო უკრაინა არ არის და არ აქვს სამხედრო ძალა. ეს იქნება ახალი კრიზისი თქვენთვის“, — მიმართა ზურაბიშვილმა ამერიკელ ჟურნალისტს.
სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა უკრაინისადმი საერთაშორისო საზოგადოების სოლიდარობისა და დახმარების მნიშვნელობაზე.
„ვინც ისტორიას ვიცნობთ, ვიცით, რომ არ არსებობს მშვიდობა ნებისმიერ ფასად. გრძელვადიანი მშვიდობა არის, როცა ის სამართლიანია, მოსახლეობას აქვს თავისუფლება და ქვეყანას — დამოუკიდებლობა. მშვიდობა დამყარდება, როცა რუსეთი გააცნობიერებს, სად გადის საზღვრები და პატივს სცემს მათ“, — თქვა ზურაბიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ