“ყველა ქარიშხალი ერთად ჩადგა და ახლა ბედნიერების და ცხოვრებით ტკბობის დროა…” – ქართველი კონკიას, მარიამ შარმანაშვილის ზღაპარი – Marao

მარიამ შარმანაშვილს, რომელიც ფართო აუდიტორიამ ლეგენდარული იტალიელი კინოვარსკვლავის, სოფი ლორენის სარძლოს სტატუსით გაიცნო, ცოტა ხნის წინ რჩეულმა, კარლო პონტი უმცროსმა ხელი სთხოვა.
მარიამ შარმანაშვილმა საკუთარ თავგადასავალზე fortuna.ge-სთან ექსკლუზიურად ისაუბრა და ინტერვიუში აღნიშნა, რომ მისი ცხოვრება ზღაპრულ ამბავს ჰგავს.
“ნამდვილად ჰგავს ჩემი ამბავი ზღაპარს, ბევრი ნიუანსით, ხშირად კონკიას მადარებენ ჩემი განვლილი გზის გამო, მართლაც, სანამ აქამდე მოვიდოდი ბევრი სირთულის გადატანა მომიწია, მათ შორის ყველაზე რთულად დედის გარდაცვალება გადავიტანე, ასევე პირველი განქორწინებაც დიდი ტრავმა იყო ჩემთვის, რომელიც პანდემიის პერიოდს დაემთხვა და ორმაგად რთული აღმოჩნდა ფსიქოლოგიურად ამ ეტაპის მარტო გავლა…
მაგრამ დღეს სწორედ იმ ეტაპზე ვარ, როცა ვგრძნობ, რომ ყველა ქარიშხალი ერთად ჩადგა და ახლა ბედნიერების და ცხოვრებით ტკბობის დროა…” – ამბობს მარიამი კომენტარში.

ასევე დაგაინტერესებთ