“დავიწყოთ ბოდიშით!” – გახარიას პარტია ორმა წევრმა დატოვა

ყოფილი პრემიერის, გახარიას პარტიის ყოფილი წევრი ივა ჩუბინიძე, წერს, რომ ტოვებს პარტია “საქართველოსთვის” რიგებს და თერჯოლის მუნიციპალიტეტში იქნება დამოუკიდებელი წევრი:
„მოგესალმებით, 1 ოქტომბერი მნიშვნელოვანი თარიღი არის უახლეს ისტორიაში, კერძოთ “ნაციონალური მოძრაობა” გავისტუმრეთ პოლიტიკურ სანაგვეზე და მეც ძალიან დიდი წვლილი მიმიძღვის ამ პროცესში. მოდი დავიწყოთ ბოდიშით! მინდა გაცნობოთ, რომ ვტოვებ პარტია “საქართველოსთვის” რიგებს და ვხდები თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დამოუკიდებელი წევრი.
მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ამომრჩეველს ნდობისთვის, თქვენი ღვაწლი აუცილებლად დაფასდება ქვეყნის და ერის წინაშე. ჩვენ აუცილებლად გავხდებით მეგობრებო დიდი ევროპული ოჯახის ნაწილი მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით“
ასევე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ლევან ჭანტურიძე, “ტვ იმედის” ცნობით, აცხადებს, რომ პარტიას „გახარია – საქართველოსთვის“ტოვებს და მუშაობას საკრებულოს დამოუკიდებელ წევრად განაგრძობს:
“როგორ იცით, ამჟამად ვარ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, პარტია გახარია-საქართველოსთვის. მინდა გაცნობოთ, რომ ვტოვებ პარტია საქართველოსთვის და ვხდები დამოუკიდებელი საკრებულოს წევრი.
მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ამომრჩეველს, ვინც ნდობა გამომიცხადა და მხარი დამიჭირა 2021 წლის არჩევნებში. მინდა გითხრათ, რომ ვრჩები თქვენს სამსახურში! ვფიქრობ, ჩემი დამოუკიდებლობა საკრებულოში უფრო ეფექტური იქნება რაიონის კეთილდღეობისათვის! ჩვენს ქვეყანას კი ვუსურვებ მშვიდობასა და კეთილდღეობას, ღირსებითა და ტრადიციებით ევროპულ მომავალს!“,

ასევე დაგაინტერესებთ

არმაზ ახვლედიანი – კიდევ ერთი დასტური მივიღეთ, რომ საქართველოში სახელმწიფო წაშალა „ქართულმა ოცნებამ“ – პრემიერს შეუძლია რაღაც დაავალოს ერთი შეხედვით დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუციის ხელმძღვანელს