ირაკლი კობახიძე მარკ რუტეს NATO-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე წარმატებებს უსურვებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი მარკ რუტეს NATO-სს გენერალური მდივნის თანამდებობის დაკავებას ულოცავს. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
მთავრობის მეთაური ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ახალ გენერალურ მდივანს წარმატებულ საქმიანობას უსურვებს და ნატოსთან თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.
„მარკ რუტეს ვულოცავ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მე-14 გენერალურ მდივნად დანიშვნას. წარმატებებს ვუსურვებ მას ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე. საქართველო, როგორც NATO-სს საერთაშორისო ოპერაციების აქტიური მონაწილე, სანდო და მტკიცე პარტნიორი, მზადაა, გააგრძელოს ალიანსის მხარდაჭერა, გააღრმავოს არსებული თანამშრომლობა და ხელი შეუწყოს გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებას“, – წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ X-ში.