თუ თქვენი მონაცემები საარჩევნო სიაში არა, მოგვმართეთ – ომბუდსმენი ემიგრანტებს

სახალხო დამცველი ეხმიანება გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ზოგიერთ შემთხვევაში, საზღვარგარეთ მცხოვრები, საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეები ვერ მოხვდნენ 2024 წლის საპარლამენტო ს ამომრჩეველთა სიაში.
ომბუდსმენი მათ მიმართავს, რომ თუ თვლიან, რომ ირღვევა მათი უფლებები არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, მიმართონ სახალხო დამცველის ოფისს.
სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ამომრჩევლებს დროულად გადაამოწმონ მონაცემები ამომრჩეველთა ერთიან სიაში, რათა არჩევნების დღეს შეძლონ ხმის მიცემის უფლებით სარგებლობა.
სახალხო დამცველი განმარტავს, რომ არჩევნებში მონაწილეობის უფლება საზღვარგარეთ მცხოვრები საარჩევნო უფლების მქონე მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებაა, ამდენად, სახელმწიფოს მხრიან აუცილებელია მის უზრუნველსაყოფად ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დადგენილი პროცედურების დაცვა და რეგისტრაციის დროულად გავლა.
„დადგენილი პროცედურების გავლის მიუხედავად, თუ თქვენი მონაცემები საარჩევნო სიაში არ აღმოჩნდა, ან თვლით, რომ სხვა ფორმით ირღვევა თქვენი უფლებები არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მომართოთ სახალხო დამცველს. აპარატი თითოეულ ასეთ შემთხვევას შეისწავლის, და განახორციელებს კანონით განსაზღვრულ რეაგირების ღონისძიებებს“, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
ამომრჩეველთა სიაში ცვლილების მოთხოვნა 8 ოქტომბრის ჩათვლით არის შესაძლებელი.
საკონსულოებში რეგისტრირებული ქართველი ემიგრანტების ნაწილი ამომრჩეველთა სიაში თავს ვერ პოულობს და ხმის უფლებისთვის იბრძვის.
“ნეტგაზეთი” საზღვარგარეთ მცხოვრებ არაერთ საქართველოს მოქალაქეს ესაუბრა, რომლებმაც ამომრჩეველთა ერთიან სიაში საკუთარი თავი ვერ იპოვეს. ისინი კანონის თანახმად რეგისტრირებული არიან ამა თუ იმ ქვეყანაში არსებულ საქართველოს საკონსულოებში, თუმცა იმის გამო, რომ ამომრჩეველთა სიაში არ არიან, შეიძლება არჩევნებში მონაწილეობა ვერ შეძლონ. პრეზიდენტის თანახმად, ამომრჩეველთა ერთიან სიაში არ არიან მისი შვილი და ძმისშვილებიც.
მათ ნაწილს ში უპასუხეს, რომ ისინი თავიანთი უბნების სპეცსიაში იქნებიან, თუმცა ემიგრანტები მხოლოდ განმარტებას არ ენდობიან და იმაში დასარწმუნებლად, რომ ხმის მიცემას ნამდვილად შეძლებენ, საარჩევნო ადმინისტრაციისგან ოფიციალურ დადასტურებას ითხოვენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი ქურდოვანიძე: აი ამ ახალგაზრდებს მივმართავ. 26 ოქტომბერს სწორედ ის წყდება, რომ დედათქვენის წარმოსახვითი ბედნიერების ტყვეობიდან თავი დაიხსნათ და თავად მოიპოვოთ ბედნიერება თავისუფლებაში