იაგო ხვიჩია – ჩემი დაკვირვებით, რუსები იგივეს უშვრებიან „ქოცებს“, რასაც „ქოცები“ – ჩვენ, ქართველებს – ატყუებენ და თავშესაქცევი ამბებით მათი ყურადღების გადატანას ცდილობენ

ჩემი დაკვირვებით, რუსები იგივეს უშვრებიან „ქოცებს“, რასაც „ქოცები“ – ჩვენ, ქართველებს – ატყუებენ და თავშესაქცევი ამბებით მათი ყურადღების გადატანას ცდილობენ, – ასე ეხმაურება „გირჩის“ დეპუტატი ს საგარეო საქმეთა მინისტრის ს განცხადებაზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა შეფასებებს.
როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, სერგეი ლავროვმა თქვა ის, რაც არის რუსული ოცნება კავკასიაში.
„ლავროვმა თქვა – თქვენ, დამოუკიდებელმა ქვეყნებმა იჩხუბეთ მეგობრებო და მე, დიდი ბიძა ჩავერევი, დავალაგებ და შეგარიგებთ! გაუგებარია, ამაში რა იყო სამხიარულო და რატომ აიტაცა ეს „ქართული ოცნების“ პროპაგანდამ.
„ქართული ოცნების“ აღტაცებაზე რუსები დაფიქრდნენ: რაიმე არასწორად ხომ არ ვთქვითო, რადგან მათ ძალიან კარგად იცოდნენ, რომ სამხიარულო არაფერი იყო. ამიტომ ზედმეტად რომ არ გახარებოდათ „ქოცებს“, ჩააზუსტეს, რომ არ აპირებენ იმის გაკეთებას, რაც გაგვიხარდება და დამოუკიდებელ სახელმწიფოებს ერთმანეთში დაგვალაგებს.
ს წინ ამით ბედნიერება და მხიარულობა “ქართული ოცნებისთვისაც” კი ზედმეტია“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, მოსკოვი მზადაა დაეხმაროს საქართველოს, „აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში“, თუკი თავად „ქვეყნები“ ამით დაინტერესდებიან.
ლავროვის თქმით, რუსეთი მზად არის დახმარებისთვის, თუკი იქნება ურთიერთობების ნორმალიზების ინტერესი თავდაუსხმელობის შესახებ შეთანხმებების უზრუნველყოფით.
პარტია “ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა მ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას პოზიტიურად აფასებს.

ასევე დაგაინტერესებთ

არმაზ ახვლედიანი – კიდევ ერთი დასტური მივიღეთ, რომ საქართველოში სახელმწიფო წაშალა „ქართულმა ოცნებამ“ – პრემიერს შეუძლია რაღაც დაავალოს ერთი შეხედვით დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუციის ხელმძღვანელს