შალვა პაპუაშვილი – სალომე ზურაბიშვილის ევროპაში მოგზაურობა კონსტიტუციის დარღვევის, ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ წასვლის ბუკეტია – უცხოელმა რჩევის მიმცემებმა, ე.წ. ქარტიაზე ხელის მოწერით, ოპოზიციას ხელი მოაწერინეს საქართველოს ბანანის რესპუბლიკად გამოცხადების დოკუმენტზე

პარლამენტის თავმჯდომარის, ს განცხადებით, „საქართველოს პრეზიდენტის, ს ევროპაში მოგზაურობა კონსტიტუციის დარღვევის, ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ წასვლის ბუკეტია“.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, უცხოელმა რჩევის მიმცემებმა, ე.წ. ქარტიაზე ხელის მოწერით, ფაქტობრივად, ოპოზიციას ხელი მოაწერინეს საქართველოს ბანანის რესპუბლიკად გამოცხადების დოკუმენტზე.
„ეს არის სამაგალითო შემთხვევაა, რომელიც შეიძლება აღიწეროს, როგორც მაგალითები, როგორ უდიერად ეპყრობა საკუთარ ქვეყანას ადამიანი, რომელსაც ასეთი თანამდებობა აქვს. მთელი ვიზიტის ფარგლებში გავიგეთ, რომ 1. სალომე ზურაბიშვილი არღვევს კონსტიტუციას, იმიტომ, რომ არ აქვს მთავრობის თანხმობა; 2. ჩვენი მეგობრები, რომლებიც მას ეპატიჟებიან, აჩვენებენ, რომ საერთოდ არ სცემენ პატივს ქართველ ხალხს და მის კონსტიტუციას. როცა საუბარი არის ხოლმე და ევროპიდანაც გვესმის, რომ ქართველი ხალხის გვერდით დგანან, ქართველი ხალხი უყვართ, მხარს უჭერენ, რაში გამოიხატება ეს მხარდაჭერა? ქართველი ხალხის კონსტიტუციას რომ არღვევინებ ადამიანს და მეგობარი ქვეყნის კონსტიტუციის დარღვევის თანამონაწილე ხარ? ჩვენ ამ ხალხთან ერთად წავედით ომში, ავღანეთში ერთად ვისხედით სანგრებში. ესაა პასუხი? ჩვენი გაღებული სისხლის, ჩვენს ბრძოლაზე პასუხად ეს ქვეყნები, მათი ხელისუფლებები გვეუბნებიან, რომ ჩვენი კონსტიტუცია ფარატინა ქაღალდია და საერთოდ არ სცემენ პატივს ქართველი ხალხის წეს-წყობილებას, მის კონსტიტუციას. და 3. რაც ვიზიტის ფარგლებში გავიგეთ და რაც თავად სალომე ზურაბიშვილმა გაამხილა, არის ის, რომ ე.წ. ქართულ ქარტიაზე ხელმოწერაზე ოპოზიცია ევროპელ პოლიტიკოსებს დაუყოლიებია. პირდაპირ თქვა, რომ მათი მონაწილეობა იყო და მათ დაარწმუნეს ოპოზიცია, ხელი მოეწერათ. ეს უკვე აღარ ვიცი, რაში შეიძლება ჩაჯდეს. ამას ევროპელობასთან არანაირი კავშირი აღარ აქვს. როცა ასე ღიად ერევი ქვეყნის წინასაარჩევნო კამპანიაში, ფაქტობრივად, წინასაარჩევნო პროგრამას უწერ და შემდეგ ხელს აწერინებ პოლიტიკურ მოძრაობებს. ამას არანაირი კავშირი არ აქვს რაიმე ღირებულებასთან. ეს ფაქტი სამწუხაროა და, რა თქმა უნდა, შესაბამისი შეფასებები ექნება. მან, ფაქტობრივად, გაამხილა, რა ხდებოდა ე.წ. ქარტიასთან დაკავშირებით, რომ ეს იყო უცხოელი პოლიტიკოსების ჩარევით შედგენილი დოკუმენტი, რომელზეც შემდეგ დაიყოლიეს ოპოზიცია, ხელი მოეწერა. უცხოელმა რჩევის მიმცემებმა, ამით, ფაქტობრივად, ჩვენს ოპოზიციას ხელი მოაწერინეს საქართველოს ბანანის რესპუბლიკად გამოცხადების დოკუმენტზე.
შეგახსენებთ რა წერია ამ დოკუმენტში. დოკუმენტში წერია, რომ ქართველ ხალხს არ გვაქვს უნარი, ავირჩიოთ ხელისუფლება, ავირჩიოთ პარლამენტი და მთავრობა. ამ დოკუმენტში წერია, რომ ვერ ავირჩევთ, ჩვენ არ გვაქვს ამის უნარი, ცოდნა, ინტელექტი, გამოცდილება. არ გვაქვს ასეთი დონე, სალომე ზურაბიშვილისა და მისი უცხოელი მრჩევლების გადმოსახედიდან, ამიტომ უნდა ავირჩიოთ დროებითი მთავრობა, რომ შემდეგ, ერთ წელიწადში ჩვენ დავჭკვიანდებით, ცოტა მეტად განათლებული გავხდებით ქართველი ხალხი და ერთი წლის შემდეგ, რიგგარეშე არჩევნებზე უკვე ნამდვილ მთავრობას ავირჩევთ.
ბანანის რესპუბლიკად გვაცხადებენ სალომე ზურაბიშვილი და ოპოზიცია, როგორც ჩანს, უცხოელებიც, რომლებიც ამაში ჩარეულები იყვნენ. სალომე ზურაბიშვილმა უნდა დაასახელოს ხოლმე, ვინ იყვნენ ეს უცხოელები. ეს იყვნენ პოლიტიკური თანამდებობის პირები, იყვნენ ევროპელები, ამერიკელები, რომელი ქვეყნიდან და როგორ ერეოდნენ, რა კონსულტაციებს მართავდნენ, როგორ არწმუნებდნენ ოპოზიციას, რომ ხელი მოეწერათ ბანანის რესპუბლიკად გამოცხადების დოკუმენტზე“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილმა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ გერმანიის კონსტიტუციაც დაარღვია.
„მე, როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შემიძლია, ვთქვა, რომ სალომე ზურაბიშვილმა დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია, ახლა ვეცნობი, რომ მან ასევე შესაძლოა, დაარღვია გერმანიის კონსტიტუცია და კანონმდებლობა. ამით მგონი, ისტორიაში შევა ადამიანი, რომელმაც ორი ქვეყნის კონსტიტუცია დაარღვია. ამაზე საჭიროა განმარტებები გერმანიის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან. არსებობს გარკვეული შეზღუდვები საარჩევნო კამპანიაში. მახსოვს, მე გერმანიაში ვსწავლობდი, იყო საკითხი, თურქეთის წარმომადგენლებს შეეძლოთ თუ არა ჩაეტარებინათ საარჩევნო კამპანია გერმანიაში მყოფი თურქი ეროვნების ადამიანებისთვის. აქედან გამომდინარე, საინტერესოა განმარტების მოსმენა, რასთან გვაქვს საქმე, დაარღვია თუ არა სალომე ზურაბიშვილმა ქართულთან ერთად გერმანული კანონმდებლობა და იყო თუ არა ეს დარღვევა სანქცირებული გერმანიის ხელისუფლების მხრიდან“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

არმაზ ახვლედიანი – კიდევ ერთი დასტური მივიღეთ, რომ საქართველოში სახელმწიფო წაშალა „ქართულმა ოცნებამ“ – პრემიერს შეუძლია რაღაც დაავალოს ერთი შეხედვით დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუციის ხელმძღვანელს