მთავრობის ადმინისტრაციაში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია „სისხლის დონაციის ბანკის“ მიერ ორგანიზებულ სისხლის ჩაბარების აქციას შეუერთდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
გაღებული სისხლით შეივსება „სისხლის დონაციის ბანკის“ სარეზერვო მარაგი.
„მოხარული ვართ, რომ მთავრობის ადმინისტრაცია შეუერთდა სისხლის ბანკის მიერ ორგანიზებულ სისხლის ჩაბარების აქციას. ამით კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ზრუნვას ჩვენი მოქალაქეების მიმართ. მისასალმებელია, რომ ამ აქციას ბევრი თანამშრომელი შეუერთდა და არის ძალიან დიდი აქტივობა“, – აღნიშნა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მსგავსი აქცია პერიოდულად იმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი – 4 წელზე მეტია უკრაინის ენერგოსისტემა რუსეთის სარაკეტო და დრონებით განხორციელებული თავდასხმების პირობებში მუშაობს, ამ ფონზე ჩნდება კითხვა: ნუთუ ერთი ავარია საკმარისია, რომ ქვეყნის დიდი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩეს?