“დაასანქცირეთ ივანიშვილი“ – EPP-ს რეზოლუცია დამტკიცებულია

„დაასანქცირეთ ოლიგარქი ივანიშვილი და ყველა, ვინც ძირს უთხრის საქართველოში დემოკრატიას“ – არჩევნებამდე 25 დღით ადრე “ქართული ოცნების” წინააღმდეგ კიდევ ერთი უმწვავესი რეზოლუცია დამტკიცებულია. დოკუმენტის ინიციატორი ევროპარლამენტში ყველაზე მსხვილი პოლიტიკური გაერთიანება “ევროპის სახალხო პარტიაა“.
ხაზს უსვამს იმ შესაძლებლობებს, რომლებზეც საქართველო მიიღებს წვდომას გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნისთანავე, მათ შორის ევროკავშირის სტრუქტურულ ფონდებზე, სამართლებრივი სისტემის, ფინანსური ინსტიტუტების, ინფრასტრუქტურისა და სოციალური სერვისების ჰარმონიზაციისთვის, რათა გააუმჯობესოს საქართველოს თითოეული მოქალაქის ცხოვრების დონე. მოუწოდებს მმართველ პოლიტიკურ პარტიას “ქართულ ოცნებას” და ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ძალადობა, დაშინება, სიძულვილის ენა, დევნა და რეპრესიები ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების და დამოუკიდებელი მედიის წნააღმდეგ. მოუწოდებს ევროკავშირს და მის დემოკრატიულ პარტნიორებს, პასუხისმგებლობა დააკისრონ და დაუწესონ პერსონალური საქნციები ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს და მათ, ვინც პასუხისმგებელია საქართველოს დემოკრატიის ძირის გამოთხრისთვის. იმედოვნებს, რომ საქართველოს მთავრობა პატივს სცემს ქართველი ხალხის სურვილს და თავისუფალ ნებას მომავალ საპარლამეტო არჩევნებზე. ს შეეგები მისცემს ქვეყანას შესაძლებლობას, დაუბრუნდეს პროდასავლურ დემოკრატიულ დღის წესრიგს. შესრულდეს საჭირო რეფორმები და გაიხსნას გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები ევროკავშირთან. მოუწოდებს ქართველ მაღალჩინოსნებს, უზრუნველყონ თავისუფალი, კონკურენტული და უსაფრთხო არჩევნები, – ნათქვამია რეზოლუციაში.
რეზოლუციის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ევროკავშირთან მოლაპარაკებებს გახსნის, ქვეყანას ევროკავშირის უმსხვილეს ფონდებზე ექნება წვდომა, ეს კი საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობაზე აისახება.

ასევე დაგაინტერესებთ

პრეზიდენტი – საქართველოს ევროპისა და აშშ-სგან სჭირდება მოსახლეობის მხარდაჭერა, მორალური მხარდაჭერა და ბევრი დამკვირვებელი არჩევნებისთვის, რადგან მომავალი ერთი თვის განმავლობაში მეტი ვერაფერი გაკეთდება – იზოლაცია ჩვენთვის ყველაზე უარესი კოშმარია