წილოსანი აშშ-ის საელჩოს გამოეხმაურა: „ქურდს ქუდი ეწვისო“

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი „ქართული ოცნებიდან“ ნინო წილოსანი 1 ოქტომბერს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა -ის საელჩოს, რომელმაც განმარტა, რომ აშშ დაკავშირებული არ არის Credit Suisse-სა და ბიძინა ივანიშვილს შორის დავასთან.

წილოსანი გაკვირვებულია, საელჩომ „ქართული ოცნების“ განცხადებების ადრესატად საკუთარი თავი რატომ მიიჩნია. დეპუტატმა აშშ-ის დიპლომატიური წარმომადგენლობის მდგომარეობა ანდაზით შეაფასა.

„მართალი გითხრათ, არ მახსენდება, სადმე თუ კონკრეტულად ყოფილიყო ამ თანხების გაყინვასთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური მხარე ნახსენები, ამიტომ, ჩემთვის გარკვეულ გაკვირვებას იწვევს, თავად აშშ-ის საელჩომ რატომ დააიდენტიფიცირა თავი მხარედ და რატომ გადაწყვიტა, რომ მას მიემართებოდა ამ თანხების გაყინვის ბრალდება. ერთადერთი ქართული ანდაზა მახსენდება „ქურდს ქუდი ეწვისო“. საოცრად მიკვირს ეს განცხადება საელჩოს გვერდზე გამოქვეყნებული და იმედი მაქვს, რომ რაღაც გაუგებრობას აქვს მათი მხრიდან და გარკვეულ შეცდომით გადადგმულ ასე ვთქვათ ნაბიჯს აქვს ადგილი“, – თქვა წილოსანმა.

„ქართული ოცნების“ განცხადებებს აშშ-ის საელჩო საქართველოში 1 ოქტომბერს „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა.

„ბიძინა ივანიშვილმა იცის, რომ Credit Suisse-თან დაკავშირებული ფული ბერმუდისა და სინგაპურის სასამართლოების ხელშია და არა – ამერიკის. რატომ უყვება ის ქართველებს სხვა ამბავს?“ – აცხადებს საელჩო.

ვრცლად

ასევე დაგაინტერესებთ

პრეზიდენტი – საქართველოს ევროპისა და აშშ-სგან სჭირდება მოსახლეობის მხარდაჭერა, მორალური მხარდაჭერა და ბევრი დამკვირვებელი არჩევნებისთვის, რადგან მომავალი ერთი თვის განმავლობაში მეტი ვერაფერი გაკეთდება – იზოლაცია ჩვენთვის ყველაზე უარესი კოშმარია