ნინო ენუქიძე – პრივატიზაციის მესამე კვარტლის გეგმისა და ცხრა თვის ბიუჯეტის გადაჭარბებით შესრულება სახელმწიფო ქონების სააგენტოსა და ბიზნესის აქტიური მუშაობის შედეგია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ნინო ენუქიძის ინფორმაციით, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, აქტიური პრივატიზაციის შედეგად, მესამე კვარტლის გეგმით, სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებული 38 მლნ ლარის ნაცვლად, 82 მილიონ ლარზე მეტი გადარიცხა.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, საანგარიშგებო პერიოდში გამოცხადდა 337 ელექტრონული აუქციონი, რომელთა უმეტესობა წარმატებით დასრულდა და სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის მესამე კვარტლის გეგმა 216%-ით შესრულდა.
„აღსანიშნია, რომ გადაჭარბებით შესრულდა სამივე კვარტლის საპრივატიზებო გეგმაც, შედეგად, 9 თვის გეგმით გათვალისწინებული 110 000 000 ლარის ნაცვლად, ცენტრალურ ბიუჯეტში 180 000 000 ლარზე მეტია მობილიზებული “ – აღნიშნა ნინო ენუქიძემ.
მისივე თქმით, ბიზნესი ძალიან აქტიურად იყო ჩართული სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესში, შესაბამისად, ქონების სააგენტოსა და კერძო სექტორის აქტიური მუშაობის შედეგია ცხრა თვის ბიუჯეტის გადაჭარბებით შესრულება.
„ბიზნესთან მუშაობას გავაგრძელებთ ინტენსიურად და ვეცდებით, რომ წლის ბოლოსაც საუკეთესო შედეგები გვქონდეს“,- განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს