დიდებული ისტორია მთავრდება – ინიესტა კარიერას ასრულებს

“ბარსელონასა” და ესპანეთის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ ფეხბურთელის კარიერის დასრულების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნულ ინფორმაციას ესპანური გამოცემა Relevo ავრცელებს.
წყაროს ცნობით, 39 წლის ფეხბურთელი თავის გადაწყვეტილებას სამშაბათს, 8 ოქტომბერს გაასაჯაროებს.
ინიესტამ პროფესიონალური კარიერის უდიდესი ნაწილი ბარსელონაში გაატარა, რომლის მაისურითაც 2002-2018 წლებში თამაშობდა. ამ პერიოდში “ბარსას” რიგებში 674 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც 57 გოლი გაიტანა და 136 საგოლე პასი გააკეთა. ესპანელი 5 წელი იაპონურ “ვისელ კობეში” გამოდიოდა, მისი ბოლო გუნდი, კი ემირატების “ემირეითსი” იყო. ესპანეთის ნაკრებში ინიესტას 131 თამაში აქვს გამართული.
ანდრესმა კარიერაში 35 ტიტული მოიგო, მათ შორისაა ორი ევროპის ჩემპიონატი, მუნდიალი და 4 ჩემპიონთა ლიგა.