კალაძე ოპოზიციაზე: ნეტავ გადადგან არაკანონიერი ნაბიჯები, როგორ ვიმოქმედებთ, დაინახავს ყველა

თბილისის მერი ს შემდეგ ოპოზიციის მიერ “კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯების” გადადგმის შემთხვევაში, “სახელმწიფოს პასუხით” იმუქრება.

ჟურნალისტებთან საუბრისას ის ირწმუნებოდა, რომ ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ქვეყანაში არეულობის შემოტანას ეცდებიან.
“სხვა მოლოდინი ნუ ექნება საზოგადოებას, რომ ისინი [ოპოზიცია] დალაგდებიან და არჩევნებს აღიარებენ. ცხადია, მათ სურვილი აქვთ, როგორც წინა საპარლამენტო არჩევნებზე, რაღაც სისულელეებს მოიგონებენ, ყოველ შემთხვევაში, მცდელობა ექნებათ, რომ რაღაც დაძაბონ, არეულობა შემოიტანონ. აი, გადადგან უბრალოდ კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯები, ნეტავ გადადგან კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯები და სახელმწიფო როგორ იმოქმედებს, ამას დაინახავს ყველა”- ამბობს კალაძე.