ლევან სანიკიძე – ივანიშვილის განცხადება, რომ 12 წლის მანძილზე არაფერი გაფუჭებულა, არის წარმოუდგენელი სითავხედე

ივანიშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ანაკლიის პორტის, ქალაქ ლაზიკის მშენებლობა შეჩერდა. ვხედავთ, რა მდგომარეობაშია ქართული ქრისტიანობის მთავარი სიმბოლო – გელათი. მის დროს აფეთქდა ჩვენი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი საყდრისი და რაც მთავარია, ამ კაცის ხელისუფლებაში ყოფნის დროს უარი ეთქვა ჩვენი წინაპრების არჩევანს – ევროპისკენ სვლას. ამიტომ ივანიშვილის განცხადება, რომ 12 წლის მანძილზე არაფერი გაფუჭებულა, არის წარმოუდგენელი სითავხედე, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ კამპანიის პრესსპიკერმა, ლევან სანიკიძემ ივანიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი განმარტებით, „ქართული ოცნება“ კოშმარადაა ქცეული.
„ზუსტად 12 წლის წინ „ერთიანობა ნაციონალურმა მოძრაობამ“ რეგიონში პირველად, ქართველი ხალხის ნების შესაბამისად, ხელისუფლება ს გზით, მშვიდობიანად გადააბარა „ქართულ ოცნებას“. მაშინ ჩვენს მოსახლეობას ძალიან დიდი იმედი ჰქონდა ივანიშვილის, თუმცა, დღეს ვხედავთ, რომ “ქართული ოცნება“ ქართულ კოშმარად იქცა. დღეს ივანიშვილმა განაცხადა, რომ ამ 12 წლის მანძილზე ვერ ვნახავთ ვერცერთ მის მიერ გაფუჭებულ საქმეს. ეს გაცხადება უბრალოდ წარმოუდგენელ სითავხედედ მიმაჩნია, რადგან ეს არის ადამიანი, რომლის ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი, ქალაქ ლაზიკის მშენებლობა შეჩერდა. ჩვენ ვხედავთ, რა მდგომარეობაში არის ქართული ქრისტიანობის მთავარი სიმბოლო – გელათი, მის დროს აფეთქდა ჩვენი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი – საყდრისი და რაც მთავარია, ამ კაცის ხელისუფლებაში ყოფნის დროს უარი ეთქვა ჩვენი წინაპრების არჩევანს – ევროპისკენ სვლას. საუბარს აღარ გავაგრძელებ იმაზე, თუ რა მდგომარეობაში არის პოლიტიკური ნიშნით დევნა 12 წლის განმავლობაში, მათ შორის, ჩვენმა პარტიამ ეს საკუთარ თავზე ყველაზე მძიმედ გამოცადა, ს პატიმრობა ამის კიდევ ერთი დასტურია. ჩვენ ვნახეთ მარტი-აპრილის მოვლენები, სადაც ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა იყო მხოლოდ იმის გამო, რომ ეს ადამიანები საკუთარ არჩევანს იცავდნენ და ამ ადამიანისგან, რომელიც დღეს ქვეყანას უკიდეგანო იზოლაციაში აქცევს, ჩვენს მეგობრებს მტრებად გვიცხადებს, ხოლო ჩვენს მტრებს – ბატონად. ამ ადამიანისგან მსგავსი ტიპის განცხადებების მოსმენა უბრალოდ შეურაცხმყოფელია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ზუსტად 25 დღეში, 26 ოქტომბერს დავასრულებთ ამ 12 წლიან სამარცხვინო ისტორიას, რასაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნა ჰქვია, ავირჩევთ ევროპულ კეთილდღეობას, ღირსებას და უარს ვიტყვით იმაზე, რომ საქართველოში არცერთი ხელისუფლება არასდროს არ გაბედავს საუბარს ს და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობაზე, იმ შეურაცხყოფის მიყენებაზე ჩვენი გმირებისა და მათი ოჯახების მიმართ, რაც ივანიშვილის ხელისუფლებამ რამდენიმე დღის წინ გაბედა“, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.
აღნიშნულ ინფორმაციას „ერთობა – ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ