კონსტანტინ ზატულინი: ლავროვმა თქვა, რაც თქვა და მან არ იგულისხმა ჯარების გაყვანა

“იგულისხმება თუ არა დაახლოებაში ს ჯარების გაყვანა? ჩვენ გვაქვს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან შეთანხმებები უსაფრთხოებაზე, სამხედრო საკითხებზე და ა.შ არავინ განიხილავს ამ თემას. ლავროვმა თქვა, რაც თქვა და მან არ იგულისხმა ჯარების გაყვანა. საკითხი მდგომარეობს იმაში, რომ აფხაზეთმა, ოსეთმა და საქართველომ რეალობას თვალი უნდა გაუსწორონ, დაამყარონ რაიმე ტიპის რეალური ურთიერთობები სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ფორმატის ფარგლებში. ლავროვის სიტყვები არ უნდა გავიგოთ ისე, თითქოს რუსეთის ინტერესია, სამხრეთ ოსეთისა და ს საქართველოსთვის დაბრუნება. ეს საკითხი დიდი ხნის წინ გადაწყდა. თუ ისინი ერთმანეთში ეკონომიკურ და ბიზნეს ურთიერთობებს დაამყარებენ, ეს ყოველთვის პოზიტიური იქნება,” – ამბობს რუსეთის დუმის დეპუტატი და ევრაზიულ ინტეგრაციასა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, კონსტანტინ ზატულინი.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – სალომე ზურაბიშვილის ევროპაში მოგზაურობა კონსტიტუციის დარღვევის, ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ წასვლის ბუკეტია – უცხოელმა რჩევის მიმცემებმა, ე.წ. ქარტიაზე ხელის მოწერით, ოპოზიციას ხელი მოაწერინეს საქართველოს ბანანის რესპუბლიკად გამოცხადების დოკუმენტზე

ირაკლი კობახიძე ანტიკორუფციულ ბიუროს მოუწოდებს, „საერთაშორისო გამჭვირვალობასა” და “გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციად აღიარებულ სხვა სუბიექტებთან” დაკავშირებული გადაწყვეტილება შეცვალოს