მარკ რუტე ნატო-ს გენერალური მდივნის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად დღეიდან შეუდგება

ამ ისტორიულ დღეს ჩვენ ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს ვემშვიდობებით და ნატო-ს მომავალ გენერალურ მდივანს, მარკ რუტეს მივესალმებით, – ამის შესახებ ნატო-ს ოფიციალური გვერდი სოციალურ ქსელში წერს.
ნიდერლანდების ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მარკ რუტე დღეს ნატო-ს გენერალური მდივნის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგება.
თანამდებობის გადაცემის ცერემონია დღეს ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში გაიმართება. იენს სტოლტენბერგი და მარკ რუტე ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვლენ, ხოლო მოგვიანებით, მარკ რუტე ნატო-ს გენერალური მდივნის რანგში პირველ პრესკონფერენციას გამართავს.
ცნობისთვის, იენს სტოლტენბერგი ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობას 2014 წლიდან იკავებდა.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი მარკ რუტეს – თქვენი ხელმძღვანელობა ევროპაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად კრიტიკულ მომენტში ხდება – დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხის მხარდაჭერას გააგრძელებთ

დავით რაქვიაშვილი – თვალსაჩინოა, რომ ივანიშვილი საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის აპირებს საქართველო რუსეთს გადაუფორმოს – ეს სცენარი არავითარ შემთხვევაში არ უნდა განხორციელდეს