„ძლიერი საქართველო“ – „ქართული ოცნება“ ემზადება სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ შეტევისათვის – არჩევნების გაყალბების პროცესის დასამალად ცდილობს პროცესს მაღალი სანდოობისა და შეუბღალავი რეპუტაციის მქონე ორგანიზაციები ჩამოაშოროს

„ქართული ოცნება“ ემზადება სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ მიმართული, ორგანიზებული შეტევისათვის, რომლის მიზანიც ყველასათვის ნათელია, – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველოს“ განცხადებაშია ნათქვამი, რითაც იმ გარემოებას ეხმაურება, რომ ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” 26 ოქტომბრის არჩევნებს თავად ორგანიზაციის სახელით ვეღარ დააკვირდება.
როგორც „ძლიერი საქართველო“ მიიჩნევს, მარცხისათვის განწირული ივანიშვილის ხელისუფლება აგრძელებს რუსული სახელმძღვანელოს მიხედვით მოქმედებას და ამჯერად ს გაყალბების პროცესის დასამალად ცდილობს პროცესს მაღალი სანდოობისა და შეუბღალავი რეპუტაციის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციები ჩამოაშოროს.
„ამ პროცესის პირველი სამიზნე „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ გახდა, ორგანიზაცია, რომელიც ათიათასობით ქართველს დაეხმარა საკუთარი უფლებების დაცვაში.
სადამკვირვებლო ორგანიზაციების დისკრედიტაციის მიზნით, ხელისუფლებამ დაიწყო ახალი კამპანია, რომელშიც ჩართულია ანტიკორუფციული ბიურო და ცენტრალური საარჩევნო კომისია. უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ხელისუფლება, წინასაარჩევნოდ სხვადასხვა გზებით ცდილობს სამოქალაქო ორგანიზაციების წინააღმდეგ მოქმედებას. ფაქტები მეტყველებს იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ ემზადება სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ მიმართული, ორგანიზებული შეტევისათვის, რომლის მიზანიც ყველასათვის ნათელია.
საქართველოს ხელისუფლებას დიდი ხანია აწუხებს „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ მომზადებული არაერთი ანგარიში, რომელშიც ისინი „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებს კორუფციაში, ნეპოტიზმსა და სხვა დანაშაულებრივ ქმედებებში ამხელდა. ამიტომ ამ პროცესის პირველ სამიზნედ სწორედ ეს ორგანიზაცია აირჩია. სწორედ ესაა ს მსახური ხელისუფლების სტილი. სწორედ ამ პროცესის დაწყებას ემსახურებოდა მიზნად რუსული კანონის მიღება. ბიძინა ივანიშვილს სურს გაანადგუროს კრიტიკული აზრი. სურს დაიქვემდებაროს სამოქალაქო სექტორი და მედია.
ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართული სამოქალაქო სექტორის განვითარებას და დავიცავთ მას ხელისუფლების შემოტევებისაგან, ჩვენს ხელთ არსებული ყველა ლეგალური მექანიზმით.
მივმართავთ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, დიპლომატიურ კორპუსს და ორგანიზაციებს, რომლებიც წლების განმავლობაში მხარს უჭერენ საქართველოში დემოკრატიის განვითარებას – საქართველოს ხელისუფლების ეს ქმედება აღქმული უნდა იქნას, როგორც დამოუკიდებელი სამოქალაქო სექტორის საქმიანობის ხელყოფა და არჩევნების მიტაცების გეგმის შემადგენელი ნაწილი. საჭიროა დროული და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, რათა ბიძინა ივანიშვილმა ვერ გაბედოს ამ პროცესის ბოლომდე მიყვანა.
ახლა, როცა საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზა საფრთხეშია, საჭიროა ერთად გავუმკლავდეთ რუსული ხელისუფლების ანტიდემოკრატიულ, დანაშაულებრივ მოქმედებებს და გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყნის დასავლური ინტეგრაციის კურსი.
26 ოქტომბერს, ქართველი ხალხის გაისტუმრებს ხელისუფლებას, რომელიც ემსახურება რუსეთს და ქვეყანას ეყოლება ხელისუფლება რომელიც ემსახურება საქართველოს.
ძლიერი საქართველო ემსახურება ქართველ ხალხს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” 26 ოქტომბრის არჩევნებს თავად ორგანიზაციის სახელით ვეღარ დააკვირდება.
ამის მიზეზად ორგანიზაცია ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას ასახელებს, რომელმაც “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” და პერსონალურად აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური განცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად ცნო.
როგორც “საერთაშორისო გამჭვირვალობა“ განმარტავს, ანტიკორუფციული ბიუროს “აბსურდული გადაწყვეტილების გამო“ ორგანიზაციაზე პოლიტიკური პარტიებისთვის დადგენილი რეგულაციები ვრცელდება, რაც მათ სპეციალური საარჩევნო ფონდის შექმნას ავალდებულებს, ასევე ეკრძალებათ ნებისმიერი დასავლური დაფინანსების მიღება-ხარჯვა და პოლიტიკური პარტიებისთვის სავალდებულო ფინანსური ანგარიშების წარდგენა ევალებათ.
ორგანიზაციის ინფორმაციით, ის ხმების დაცვისთვის ბრძოლას ინდივიდუალურად განაგრძობს.