ერაყში, აშშ-ის სამხედრო ბაზაზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა

ერაყში, ბაღდადის აეროპორტის მახლობლად მდებარე -ის სამხედრო ბაზა Victory-ზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა, – ინფორმაციას სააგენტო AFP-ი ავრცელებს.
სააგენტოს ერთ-ერთმა წყარომ განუცხადა, რომ ორი რაკეტა ბაზის თავდაცვითმა სისტემამ ჩამოაგდო, მესამე კი ანტიტერორისტული სარდლობის შტაბ-ბინასთან დაეცა. ეს ინფორმაცია კიდევ ერთმა წყარომ დაადასტურა და განმარტა, რომ თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.
AFP აღნიშნავს, რომ ერაყში აშშ-ის ბაზებზე თავდასხმები ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციის ახალი რაუნდის ფონზე გახშირდა, რომელიც 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ დაიწყო.
ერაყში ამჟამად, დაახლოებით, 2500 ამერიკელი ჯარისკაცია განლაგებული.

ასევე დაგაინტერესებთ

მომავალ წელს, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისთვის საჭირო წყლის ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის 150 მლნ ლარია გამოყოფილი, თბილისის ახალი აეროპორტის მშენებლობისათვის საჭირო კვლევების დასაფინანსებლად – 20 მლნ ლარი