რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში, კამჩატკის ნახევარკუნძულის სანაპიროსთან, ძლიერი, 5,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
ბიძგების ეპიცენტრი ქალაქ პეტროპავლოვსკ-კამჩატსკის აღმოსავლეთით, 109 კილომეტრში, მიწის ზედაპირიდან 31,5 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.
მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.