უკრაინა: ოკუპანტების გაშვებული 17 დრონიდან 10 გავანადგურეთ

5 დეკემბრის ღამეს რუსეთმა ს Shahed-ის ტიპის 17 დრონითა და C-300-ის 6 მართვადი რაკეტით შეუტია. უკრაინამ ოკუპანტების გაშვებული 10 დრონის განადგურება შეძლო. შესაბამის ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ტელეგრამ-არხზე ავრცელებს.
“რუსეთმა იერიში მიიტანა Shahed-ის ტიპის 17 დრონითა და C-300-ის სისტემის 6 საზენიტო მართვადი რაკეტით. საბრძოლო სამუშაოების შედეგად უკრაინის სხვადასხვა ოლქში გაანადგურა 10 უპილოტო საფრენი აპარატი”. – აღნიშნავენ უკრაინის საჰაერო ძალებში.
ამავე ინფორმაციით, რუსებმა რაკეტებით იერიში დონეცკისა და ხერსონის ოლქებში სამოქალაქო ობიექტებზე მიიტანეს.
უკრაინული მხარის განმარტებით, საჰაერო თავდასხმის მოგერიებაში მონაწილეობდნენ გამანადგურებელი თვითმფრინავები, საზენიტო-სარაკეტო დანაყოფები და უკრაინის საჰაერო ძალების და თავდაცვის ძალების მობილური ჯგუფები.
გარდა ამისა, გასულ ღამით ს თავდაცვის სისტემებმა აზოვის ზღვისა და ს თავზე უკრაინის გაშვებული 22 დრონი გაანადგურეს, ხოლო დამატებით 13-ს გზა გადაუჭრეს.