საგამოძიებო ჯგუფი: ნავალნი, შესაძლოა, ციხეში სასიკვდილოდ მოწამლეს

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და კრემლის ხმამაღალი კრიტიკოსი, – რომელიც თებერვალში ციხეში გარდაიცვალა – შესაძლოა მოწამლეს, აცხადებს რუსული დამოუკიდებელი გამოცემა Insider-ის საგამოძიებო ჯგუფი იმ ოფიციალურ დოკუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც, სავარაუდოდ, რედაქტირებას დაუქვემდებარეს, რათა დადასტურებულიყო სახელმწიფოს ვერსია ნავალნის გულით სიკვდილის შესახებ.
გამოცემის მიერ 29 სექტემბერს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ჯგუფმა მოიპოვა ორი ვარიანტი ოფიციალური დოკუმენტებისა, რომლებიც მიემართება გადაწყვეტილებას არ დაწყებულიყო ნავალნის სიკვდილის გამოძიება არქტიკაში მდებარე ციხეში – სადაც ოპოზიციონერი ხანგრძლივ სასჯელს იხდიდა ბრალდებებისთვის, რომლებსაც ის და მისი მხარდამჭერები პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევდნენ.
ორივე დოკუმენტი გაცემულია 2024 წლის 26 ივლისს, ხოლო ერთ-ერთში, გამოცემის თანახმად, შესწორებებია შეტანილი და ახლა ემთხვევა ნავალნის სიკვდილის მიზეზების ოფიციალურ ვერსიას.
ნავალნის ქვრივს, იულია ნავალნაიას ნათქვამი აქვს, რომ მისი ქმარი “სიცოცხლის ბოლო წუთებში უჩიოდა მწვავე ტკივილს მუცლის არეში”, ხოლო ნავალნის მოკავშირეები თვლიან, რომ ის ციხეში მოკლეს, სავარაუდოდ კრემლის მითითებით – რასაც კრემლი უარყოფს.