საქართველოს პრეზიდენტის პასუხი ცენტრალურ საარჩევნო კომისიას – სალომე ზურაბიშვილი ცესკოს დისკრიმინაციასა და საარჩევნო უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს.
სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მიუხედავად მისი შვილის ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეყვანისა, უამრავი ემიგრანტი პრობლემის წინაშე დგას, რომლის მოგვარებასაც, პრეზიდენტის განმარტებით, ცესკო არ აპირებს.
თუ კარგად გავიგე ყველაფერი, სწორად რომ გააკეთებ დარეგისტრირდები დროულად (23 ივლისს) მიიღებ საკონსულოდან დასტურს, რომ ყველაფერი წესრიგშია და ვერ აღმოაჩენ შენ გვარს სიაში, თურმე პრეზიდენტის ქალიშვილი თუ ხარ, პრეზიდენტი თუ გააპროტესტებს საჯაროდ, მაშინ გეშველება!!!!! და სხვა? ჩვენი ემიგრანტების უზარმაზარი ჯარი … იმათ რას ეუბნებით? დაელოდეთ 7 ოქტომბერს და თუ ვერ აღმოაჩენთ თქვენ გვარს ვერც გამოასწორებთ. და თურმე ეს დისკრიმინაცია, საარჩევნო უფლებების დარღვევა არაა და თურმე ვეწევი უმანკო საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციას!!!!!”, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
ცნობისთვის, ცესკომ განცხადება გაავრცელა, სადაც წერს:
“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გადაამოწმა პრეზიდენტის შვილის მონაცემები, რის საფუძველზეც დადგინდა, რომ ქეთევან გორჯესტანი საკონსულო აღრიცხვაზე დგას საფრანგეთში და ასევე, რეგისტრაციის ადგილად მითითებული აქვს საფრანგეთი; აღნიშნულიდან გამომდინარე, ის ვერ მოხვდა ამომრჩეველთა ერთიან სიაში, თუმცა მისი მონაცემები კანონის შესაბამისად შეტანილი იქნება სპეციალურ სიაში და ის შეძლებს, 26 ოქტომბრის არჩევნებზე ხმა მისცეს საფრანგეთის რესპუბლიკაში, ქალაქ პარიზში გახსნილ საარჩევნო უბანზე.
აქვე მივმართავთ ამომრჩევლებს, დროულად გადაამოწმონ მონაცემები ამომრჩეველთა ერთიან სიაში და უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში დაგვიკავშირდნენ, რათა დროულად მოხდეს მათთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება და არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი პროცედურების განხორციელება”,