გია ჯაფარიძე – სწორედ კახეთიდან ჩანს, რამდენად მოსაფრთხილებელი ქვეყანა გვაქვს, მაგრამ ამ ქვეყანას არ უფრთხილდებიან – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებული გვაქვს და ამის მიზეზი არის „ქართული ოცნება“

სწორედ კახეთიდან ჩანს, რამდენად მოსაფრთხილებელი ქვეყანა გვაქვს, მაგრამ ამ ქვეყანას არ უფრთხილდებიან, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გია ჯაფარიძემ ნაფარეულში, მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
გია ჯაფარიძემ ჩამოთვალა ის უპირატესობები, რაც ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს აქვთ და ხაზი გაუსვა, რომ გაწევრიანების გზაზე ერთადერთი წინაღობა, სწორედ და “ქართული ოცნებაა”.
„მე უნდა გესაუბროთ ევროკავშირზე და იმ სიკეთეებზე, რომელსაც ის საქართველოს მოუტანს, მანამდე მინდა რამდენიმე სიტყვა კახეთზე ვთქვა, რომელიც ძალიან მიყვარს და განსაკუთრებით ლამაზი და მრავალფეროვანია, სამწუხაროდ, ამ ქვეყანას არ უფრთხილდებიან. რამდენიმე დღის წინ, ჩვენ ვნახეთ, რომ კახეთში ჩამოსული იყო „ქართული ოცნების“ ელიტა. მათ საოცარი რაღაცები თქვეს, თითქოს აღა-მაჰმად ხანს არ უკეთებია კახეთში ისეთი რაღაცები, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააკეთაო. ეტყობა, მას შაჰ-აბას პირველში აერია, მაგრამ ერთი დეტალიცაა, როცა იხსენებენ აღა-მაჰმად ხანის ლაშქრობას თბილისზე, ის ლაშქრობა ს მიერ იყო ხელშეწყობილი, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს არ უხსენებიათ.
კახელებმა ძალიან კარგად იცით, რომ თუ რამე გაკეთებულა რეგიონში, სწორედ იმ პერიოდში, იმ 9 წელიწადში გაკეთდა: ყველა ის შატო, რითაც თავს ვიწონებთ ტურისტებთან, ყველა იოს მარანი და სამარნე მეურნეობები, რომლებიც დღეს ასე მრავლადაა; არასდროს ქართულ ღვინოს ისეთი ფასი და დაფასება არ ჰქონია, როგორც მაშინ; ქვევრის ღვინო, რომელსაც აქვს გამოკვეთილად ქართული ნიშა, მაშინ იყო წახალისებული, რომ არაფერი ვთქვა აშენებულ სიღნაღზე და იმაზე, რომ თავად პრეზიდენტმა სააკაშვილმა აიშენა ყვარელში კარ-მიდამო, ნახევარი მსოფლიოს ლიდერები ჩამოიყვანა და ღვინოს აწურვინებდა.
მე გამოუსწორებელი ევროპეისტი ვარ, ეს ჩემი ცხოვრების მიზანია, რატომ გვინდა ჩვენ ევროკავშირი? ევროკავშირი არის, პირველ რიგში, ხელმისაწვდომი ჯანდაცვა. ევროკავშირში ადამიანებს ავად გახდომის არ ეშინიათ იმიტომ, რომ ჯანდაცვა მათთვის ხელმისაწვდომია. ევროკავშირი არის სოციალური დაცულობა და ისეთი სოციალური დაცულობა, როგორიც ევროკავშირშია, ვერ მოიძებნება ვერსად მსოფლიოში.
ევროკავშირი არის უკეთესი. ჩვენ კი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებული გვაქვს და ამის მიზეზი არის „ქართული ოცნება“, ამას ამბობს თვითონ ევროკავშირი.
ევროკავშირი არის სუბსიდირებული სოფლის მეურნეობა. იქ არის რამდენიმე დიდი ფონდი და არსებობს რამდენიმე დიდი პოლიტიკა, ერთ-ერთი ასეთი პოლიტიკა არის ევროკავშირის საერთო აგრარული პოლიტიკა, რომელსაც მხარს უჭერს ორი დიდი ფონდი. ევროკავშირი ებრძვის სიღარიბეს, ევროკავშირი არის 500 მილიონიანი, ყველაზე მაღალი კეთილდღეობის სივრცე. სოფლის მეურნეობის ეს ორი ფონდი ზუსტად ამას ემსახურება. არ გვინდა, რომ ამ სივრცის ნაწილი ვიყოთ? მგონი ყველას გვინდა, რადგან ამის შემდეგ ჩვენი სოფლის მეურნეობის პროდუქტები გაიყიდება ევროპულ ბაზარზე, რომელიც გაცილებით უფრო მდიდარი ბაზარია, ვიდრე რომელიმე სხვა ბაზარი მსოფლიოში. ამას გარდა, ევროკავშირი არის უსაფრთხოების სივრცე.
ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავხდეთ იმ სივრცის ნაწილი, სადაც არის კეთილდღეობა, სადაც დაცულია ჩვენი უსაფრთხოება, სადაც ჩვენ შევინარჩუნებთ ჩვენს ეროვნულ ტრადიციებს, ეროვნულ თვითმყოფადობას. იმ 20 მონასტერს რეაბილიტაციას, სარემონტო სამუშაოებს უკეთებენ ევროკავშირის ის ფონდები, რომლებიც ზრუნავენ კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაზე და ეს თანხა არის თითოეული მონასტრისთვის მილიონობით ევრო, რაც წერია ამ მონასტრების წინ გამოკრულ აბრებზე. ეს არის ევროკავშირი. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რა უქნეს გელათს, რომელიც ჩვენი სახელმწიფოსთვის პოლიტიკურად, ისტორიულად უმნიშვნელოვანესი ძეგლია. გაუძლო მონღოლებს, ოსმალებს, სპარსებს, რუსებს და „ქართული ოცნების“ ხელში იქ ფრესკები იშლება.
იგივე მდგომარეობაა კახეთში და ის ადამიანები, რომლებიც ხელს გვიშლიან ევროკავშირში გაწევრიანებაში, რომლებიც გვიშლიან ხელს რომ მივიღოთ ყველა ის სიკეთეები, წარმოადგენენ ერთადერთ წინაღობას ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების გზაზე და ისინი ამოფარებული არიან ისეთ მგრძნობიარე თემებს, როგორიცაა ჩვენი აღმსარებლობა, ჩვენი თვითმყოფადობა, არადა, ჩვენ ვართ, მეგობრებო, ის ადამიანები, ევროკავშირია ის სივრცე, სადაც ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობა, ჩვენი ტრადიციები ყველაზე მეტად იქნება დაცული, რადგან 27 ქვეყანაა ევროკავშირის წევრი და ნახეთ, როგორაა დაცული თითოეული ქვეყნის ტრადიცია. მე მჯერა, რომ 26 ოქტომბერს თქვენ ყველანი იქნებით საარჩევნო უბნებთან და ყველანი ხმას მისცემთ კეთილდღეობას, ევროკავშირში გაწევრიანებას, უსაფრთხოებას, თქვენი ოჯახების გამდიდრებას, ხელმისაწვდომ ჯანდაცვას, სოციალურ დაცულობას, უმუშევრობის, სიღატაკის დაძლევას და გამოვიყვანთ ქვეყანას იმ საერთაშორისო იზოლაციიდან, რომელშიც “ქართულმა ოცნებამ” ჩვენ ყველანი მოგვაქცია”, – განაცხადა “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გია ჯაფარიძემ ნაფარეულში.

ასევე დაგაინტერესებთ