ისრაელი უახლოვდება სახმელეთო შეჭრას ლიბანში, ბაიდენის მხრიდან გაფრთხილების მიუხედავად

ისრაელი, როგორც ჩანს, უახლოვდება სახმელეთო შეტევის დაწყებას ჰეზბოლას წინაამდეგ ლიბანში – იმ ფონზე, როცა -ის პრეზიდენტი, გადაჭრით აცხადებს, რომ ეწინააღმდეგება აშშ-ის ახლო მოკავშირის მხრიდან ამ ნაბიჯის გადადგმას.
“ჰეზბოლას წინააღმდეგ ომის შემდეგი ეტაპი მალე დაიწყება” – უთხრა ს თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა ჩრდილოეთ ისრაელში განთავსებულ სამხედროებს 30 სექტემბერს, რამდენიმე საათში მას მერე, რაც The Wall Street Journal-მა გაავრცელა ცნობა, რომ ისრაელის საგანგებო ძალები უკვე შევიდნენ ლიბანში.
“ჩვენ ყველა საჭირო საშუალებას გამოვიყენებთ – თქვენს ძალებს, სხვა ძალებს, ჰაერიდან, ზღვიდან, ხმელეთიდან” – თქვა გალანტმა და დასძინა, რომ ჰეზბოლას ლიდერის, ჰასან ნასრალას ლიკვიდაცია არის “მნიშვნელოვანი, მაგრამ არა საბოლოო ნაბიჯი”.
ჰეზბოლა არის გასამხედროებული ჯგუფი და პოლიტიკური პარტია, რომელიც სამხრეთ ლიბანის დიდ ნაწილს აკონტროლებს. ჰეზბოლას შეერთებული შტატები ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს, ევროკავშირს მხოლოდ მისი შეიარაღებული დაჯგუფება ჰყავს შეყვანილი შავ სიაში.
ორგანიზაციის ლიდერი ჰასან ნასრალა ისრაელის მიერ ბეირუთზე მიტანილი შეტევის შედეგად 27 სექტემბერს მოკლეს.
ფორუმი